საქართველოში შესაძლოა ინტერნეტი გაიაფდეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში IT-პარკის მონაცემთა ცენტრი ყაზანში
 IT-პარკის მონაცემთა ცენტრი ყაზანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მსხვილ ინტერნეტ-პროვაიდერებს დაევალათ თავიანთი ინფრასტრუქტურა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად მცირე და საშუალო ინტერნეტ-პროვაიდერებს საბითუმო მომსახურების ხარჯი 7-8-ჯერ შეუმცირდებათ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს მთავრობა მაღალმთიან სოფლებს >>

გადაწყვეტილება მიღებულია ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფისა და ინტერნეტის ხარისხის გაზრდის მიზნით.

„ახალი რეგულაციების მიხედვით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს ზუსტად ისეთი მომსახურება მიაწოდონ, როგორსაც დღეს მათ დიდი ინტერნეტ ოპერატორები აწვდიან, რაც ბაზარზე მაღალი კონკურენციის შექმნის წინაპირობაა და ხელს შეუწყობს, როგორც არსებული მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებას, ისე ახალი ოპერატორების გაჩენას“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია - Sputnik საქართველო
საქართველომ იაფი ინტერნეტით აზერბაიჯანი და სომხეთი ჩამოიტოვა

დადგენილება ავალებს მსხვილ ოპერატორებს, რომლებსაც ძვირადღირებული განვითარებული ოპტიკური ქსელი აქვთ, საკუთარი ინფრასტრუქტურა მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. შედეგად მცირე და საშუალო ოპერატორები შეძლებენ თბილისში ნაყიდი გლობალური ინტერნეტი რეგიონში გაყიდონ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხარჯზე ორიენტირებული ტარიფები Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o.-ს სლოვაკეთის ოფისთან ერთად დაადგინა.

შესაბამისად, ტარიფი საბითუმო ბაზარზე ყველა ოპერატორისთვის ერთნაირი იქნება.

საქართველოში დღეს 755 ათასზე მეტი ინტერნეტ-აბონენტი და 160 ინტერნეტ-პროვაიდერია. მათგან ყველაზე მსხვილია  Siklnet, Caucasus Online, Magticom და „ახალი ქსელები“. საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. 20 მეგაბიტის საშუალო თვიური ღირებულება წამში დაახლოებით 30 ლარია ($ 12).

ყველა ახალი ამბავი
0