თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მარნეულის ქუჩის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
აქციის მონაწილეები გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვას და გზის დაგებას მოითხოვენ.
ადგილობრივების განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
სატვირთო მანქანების მძღოლებს აქციის მონაწილეები გადაადგილების უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ.