თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ფარგლებში წლის დასაწყისიდან 116 ნარკომოვაჭრე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ორი ირანელი ქალი თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანისთვის დააკავეს >>
ამ პერიოდში პოლიციამ ამოიღო 35 კილოგრამი ჰეროინი და 6,6 კილოგრამი კოკაინი, თითქმის 12 000 აბი სუბუტექსი და სუბოქსინი, დაახლოებით 3 კილოგრამი MDMA, 1,5 კილოგრამი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი.
შსს-ს მონაცემებით, ნარკოტიკები საქართველოში სხვადასხვა გზით შემოდის. მძიმე ნარკოტიკი ქვეყანაში აღმოსავლეთიდან, „ფონიჭალის არხით“ შემოდის. ნარკოტიკების გავრცელების მეორე არხი - ინტერნეტია, მესამე - ევროპა, საიდანაც „კლუბური ნარკოტიკი“ შემოდის.