უნიკალური აღმოჩენა ქუთაისში: ძაღლმა და მისმა პატრონმა 30-50 მლნ წლის მღვიმე იპოვეს

© Valeri Barbaqadze / FBმღვიმე ქუთაისში
მღვიმე ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტების ვარაუდით, მღვიმე, შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის, 30-50 მლნ წლის წინანდელი იყოს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისში, სავარაუდოდ, 30-50 მლნ წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

მღვიმე კლდიაშვილის ქუჩაზე, ჭახათას უბანში ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ და მისმა ძაღლმა ჩაპამ აღმოაჩინეს. 

მღვიმე უკვე მოინახულეს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა და აღმოჩენის შესწავლაც დაიწყეს.

პირველი დათვალიერების შემდეგ გაკეთებული დასკვნით, მღვიმე უნიკალურია.

„მღვიმეში 80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, — აცხადებს ვალერი ბარბაქაძე.

მისივე თქმით, მღვიმე, შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის, ანუ 30-50 მლნ წლის წინანდელი იყოს.

როგორც ტელეკომპანია განმარტავს, წლების წინ ამ ადგილზე ქვის კარიერი იყო და მღვიმის დარბაზები მაშინდელი აფეთქებების შედეგად არის დაზიანებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0