რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას

© FB / Parliament of Georgiaპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტი თბილისში 2019 წლიდან, საგაზაფხულო სესიებისთვის საბოლოოდ გადმოვა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს. რეგლამენტი ძალაში ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის გამო მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი შიმშილობას გეგმავს>>>

განახლებულ რეგლამენტში პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობად თბილისია მითითებული. სხდომების სხვა ადგილზე გამართვა კი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემთხევაშია შესაძლებელი. ამ დროისთვის საქართველოში პარლამენტის ორი შენობა ფუნქციონირებს, თუმცა, თბილისის შენობაში მხოლოდ საკომიტეტო მოსმენები ტარდება. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
როდის გადმოვა საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში

პარლამენტი თბილისში 2019 წლიდან, საგაზაფხულო სესიებისთვის საბოლოოდ გადმოვა.

მეზვრიშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისის შენობაში განთავსებულ საპოლიციო ჰაბში მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შესთავაზებენ.

„სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული. როგორც თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება ხდება, ანალოგიურად იქნება დასავლეთ საქართველოში როგორც ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე სხვადასხვა საპოლიციო სერვისები. კერძოდ, როგორიცაა „112“, დაცვის პოლიცია, შსს-ს აკადემია და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელიც სამინისტროს შიგნით მუშაობს", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე ამოქმედდა.

რა გეგმები აქვს მთავრობას ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით>>>

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დასვეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ.

2017 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა სხდომები ქუთაისში უნდა ჩაატაროს.

პარლამენტის ქუთაისის შენობის ფუნქციონირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,5 მილიონამდე ლარი იხარჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0