გერმანიის მოქალაქეს საქართველოში 15 წლით პატიმრობა შეუფარდეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ გერმანიის მოქალაქე ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვასა და გასაღებაში დამნაშავედ ცნო.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულ გერმანიის მოქალაქეს 15 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

გერმანიის მოქალაქე თბილისში მარტში დააკავეს. პროკურატურის მონაცემებით, მან შეიძინა და ბინაში შეინახა 1 კგ-ზე მეტი MDMA, 27 გრამი „ამფეტამინი“, 2,5 გრამზე მეტი „ბუპრენორფინი" და 38 გრამზე მეტი კოკაინი. მან ნარკოტიკების ნაწილი გაყიდა.

როგორც ადრე ტელეკომპანია Rustavi2-მა განაცხადა, დაკავებული წარმოშობით ქართველი ლაშა აბზიანიძეა.

დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0