თბილისში ხელოვნებისა და დიზაინის ღამის ბაზრობა გაიმართება

CC0 / Pixabay / ინდური სამკაულები ბაზრობაზე
ინდური სამკაულები ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუმრებს სასიამოვნო მუსიკას, გემრიელ სასმელსა და საინტერესო ექსპონატებს ჰპირდებიან.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 20 დეკემბერს პირველად გაიმართება ხელოვნებისა და დიზაინის ღამის ბაზრობა (Art & Design Night Market), იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიება „ღვინის ქარხნის" ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის 1) 19:00 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

„ეს ახალი ფორმატის წვეულება-ბაზრობაა, სადაც დაგხვდებათ Guga Khelaia-ს ძალიან კარგი მუსიკა, გემრიელი სასმელი და, რაც მთავარია, ხელოვნებასთან და დიზაინთან დაკავშირებული ნივთების საინტერესო და განსხვავებული ბაზრობა. მობრძანდით, გაერთეთ და შეიძინეთ საჩუქრები თქვენთვის და თქვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება>>

Art & Design Night Market – ესაა ღვინის ქარხნისა და პრინტის ფესტივალის LIFE N STYLE ერთობლივი პროექტი, რომელიც თანამედროვე ხელოვანი ადამიანების შემოქმედების პოპულარიზებას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0