ახალი წიგნები, ფასდაკლება და ლექციები - თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / STRINGERთბილისის წიგნის დღეები
თბილისის წიგნის დღეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციული წიგნის ფესტივალის სტუმრებს უამრავი სიახლე ელოდება

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი 21-22 დეკემბერს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 2014 დააარსა და იმ დროიდან ყოველწლიურად იმართება.

„მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

თბილისის წიგნის დღეები - Sputnik საქართველო
რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები" გერმანიაში პრესტიჟულ პრემიაზეა ნომინირებული

ფესტივალის პროგრამაშია ახალი წიგნების და მსოფლიო ლიტერატურის თარგმანების პრეზენტაციები, 2018 წლის ბესტსელერის დაჯილდოება, თემატური ლექციები და დისკუსიები, შეხვედრები პოპულარულ ავტორებთან და ასევე მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა ბავშვებისთვის.

ფესტივალის დეტალური პროგრამა ღონისძიების Facebook-გვერდზე გამოქვეყნდება.

ბიბლიოთეკის მისამართი - თბილისი, ლადო გუდიაშვილის, 7. ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის საელჩო საქართველოში.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. გარდა ამისა, ღონისძიების ინიციატორებს საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრება სურთ.

ყველა ახალი ამბავი
0