თბილისში საპროტესტო აქციის დღეს დაკავებულ უკრაინელებს ბრალი წაუყენეს

CC BY 2.0 / Dave Nakayama / cagedპატიმრის კამერა
პატიმრის კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს, რომლებიც გასულ კვირაში თბილისში დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისში დაკავებულ უკრაინის გასამხედროებული ქვედანაყოფის „დონბასის" მებრძოლებს ოფიციალური ბრალი წაუყენეს იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაში, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დანაშაული რვიდან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთაგან ბრალს არც ერთი არ აღიარებს, რადგან აღნიშნული მტკიცებულებები ჩაუდეს", – განაცხადა ადვოკატმა ვიტალი მირზოიანმა.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებაში" უკრაინის მოქალაქეების დაკავებას ოპოზიციის მიტინგს უკავშირებენ

მისი თქმით, დაკავებულებმა საბრალდებო დასკვნას ხელი არ მოაწერეს, მხოლოდ დაწერეს Слава Украине („დიდება უკრაინას").

დაკავებულთა შორის არიან უკრაინის მოქალაქეები როლანდ მელია, ოლექსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინოი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია. სპეცოპერაცია თბილისის ორ სასტუმროში ჩატარდა. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს „ბერეტას" და „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით ჩამოვიდნენ „დონბასის" წევრები საქართველოში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა საპროტესტო აქციას უკავშირდება. ისინი აქციის დღეს, გასულ კვირას დააკავეს.

„ამჟამინდელი მდგომარეობით გამოძიება მიმდინარებს და არის მოტივის გამოკვეთის ეტაპზე. როგორც ფაქტი, ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფურად საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს 27 ნოემბერს", – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს ვითარებას საქართველოში

დაკავების მომენტში უკრაინელებს შორის იმყოფებოდა უკრაინის რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკო, თუმცა ის დაკავებული არ არის.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამავალა დონბასის მებრძოლი ბიჭების თბილისში ჩამოყვანა, არის სიცრუე და მიზანმიმართული პროვოკაცია. ოპოზიციას აქ სურს სიმშვიდე. ჩვენ, უკრაინელებსაც გვსურს აქ სიმშვიდე იყოს. ჩვენ მეგობრები ვართ. კი, ქართველები იბრძვიან უკრაინისთვის უკრაინაში, მაგრამ ის ინფორმაცია, რომ აქ უნდა ჩამომეყვანა მებრძოლები – ტყუილია. დიახ, შემოდგომაზე, ნოემბერში მე შევხვდი სააკაშვილს, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ სხვა თემებზე", – განაცხადა სემენჩენკომ, იუწყება პირველი არხი.

თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს სამშაბათს განიხილავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0