მერიის ახალი ინიციატივა: თბილისში "რადიო ქალაქი" გაჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსავაჭრო ცენტრი Tbilisi Mall
სავაჭრო ცენტრი Tbilisi Mall - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის გარეუბანში დიდ გასართობ ცენტრს ააშენებენ.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია მუხიანში პროექტ „რადიო ქალაქის" განხორციელებას გეგმავს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება ექნება და მისი რეალიზაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.

 MAN–ის ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები 2019 წლის თებერვლიდან გამოჩნდება

„თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია „რადიო ქალაქის" პროექტი, რომელიც მუხიანის დასახლებაში განხორციელდება. გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ექნება, სადაც ყველაფერი განთავსდება – კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს", – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, პროექტი კერძო სექტორთან ერთად განხორციელდება. საინვესტიციო თანხა შეადგენს 50 მლნ ლარს. პროექტის განხორციელების შედეგად 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ყველა ახალი ამბავი
0