პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ ლონდონში ეცნობიან

© photo: Sputnik / Aleksej Danichev / გადასვლა მედიაბანკშიფილმის გადაღება
ფილმის გადაღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გადაიღე საქართველოში“ სტენდი ლონდონის წამყვან საგამოფენო ღონისძიებაზე FOCUS 4-5 დეკემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით არის წარმოდგენილი.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩნდა, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

ლონდონის საერთაშორისო ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარებისა და ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ.

ინდური ფილმის გადაღებები თბილისში - Sputnik საქართველო
ამერიკელი კინომწარმოებლები საქართველოთი დაინტერესდნენ

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდის ქვეშ წარმოდგენილია ქართული საპროდიუსერო კომპანიები, კერძოდ: Sarke Studio, Metro Productions, Geo Film Productions, Vineyard Films და Silk Factory Studio დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი ლონდონის წამყვან საგამოფენო ღონისძიებაზე FOCUS 4-5 დეკემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, არის წარმოდგენილი.

სტენდის მიზანი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციაა.

სააგენტოს ცნობით, ეს გამოფენა კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და მას ყოველწლიურად 60 ქვეყნის კინო ინდუსტრიაში მოღვაწე და სპეციალისტი ესწრება.

„გადაიღე საქართველოში“ ე.წ „cashrebate“ მექანიზმი ითვალისწინებს იმ თანხის 25%-ის დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებებისას დახარჯეს.

გადამღები კამერა - Sputnik საქართველო
საქართველოს ჰოლივუდელი პროდიუსერები და მენეჯერები სტუმრობენ

კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

2018 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 18 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 9 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 36.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 4 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0