საქართველო-რუსეთის საზღვარი დღის განმავლობაში დაიკეტება

© Roads Department of Georgiaსაქართველოს სამხედრო გზა ზამთარში
საქართველოს სამხედრო გზა ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კობი-გუდაურის მონაკვეთზე მდინარე ბიდარაზე ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა დღის განმავლობაში 5 და 6 დეკემბერს აიკრძალება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გუდაური-კობის ტრასა - Sputnik საქართველო
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აკრძალვა უკავშირდება მდინარე ბიდარაზე მოწყობილ დროებით ხიდზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ხიდი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მდებარეობს.

შეზღუდვები ტრანსპორტის მოძრაობისთვის 12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იმოქმედებს.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასა ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც დღეისათვის საქართველოსა და სომხეთსა რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0