მიიღებს თუ არა საქართველო „ოქროს გლობუსის" ნომინაციას

© photo: AFP 2020 / FREDERIC J. BROWNკინოპრემია "ოქროს გლობუსი". "ოქროს გლობუსის" 75-ე პრემიაზე ჯილდოებით ხელში პოზირებენ მსახიობები ლაურა დერნი, ნიკოლ კიდმანი, ზოი რავიცი, რიზ უიზერსპუნი და შაილინ ვუდლი
კინოპრემია ოქროს გლობუსი. ოქროს გლობუსის 75-ე პრემიაზე ჯილდოებით ხელში პოზირებენ მსახიობები ლაურა დერნი, ნიკოლ კიდმანი, ზოი რავიცი, რიზ უიზერსპუნი და შაილინ ვუდლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ასობით წევრი გადაწყვეტს, იბრძოლებს თუ არა „ნამე“ „ოქროს გლობუსისთვის“

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik.  რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ ამერიკული კინოპრემია „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების შორტ–ლისტში მოხვდება თუ არა, ეს 6 დეკემბერს გახდება ცნობილი, ნათქვამია პრემიის ვებ–გვერდზე.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ „ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები დაასახელა>>>

საქართველომ „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარისთვის“ კომპანია ერთი კვირის წინ დაიწყო. European Film Promotion–მა (EFP),  ერთადერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ევროპული კინოს პოპულარობას მთელ მსოფლიოში ეწევა,  „ნამეს“ კინოჩვენება ლოს–ანჯელესში გამართა. 

ქანდაკება „ოსკარი - Sputnik საქართველო
შორტ-ლისტში მოსახვედრად: საქართველო „ოსკარისა" და „ოქროს გლობუსისთვის" ბრძოლას იწყებს

კინოსეანსებს ესწრებოდნენ ამერიკული კინოაკადემიის წევრები, კინოსფეროს საერთაშორისო წარმომადგენლები და ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები. ამერიკაში ფილმი რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა და მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა მარიკა დიასამიძემ წარადგინეს.

ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს. „ნამე" არის საქართველოს, ლატვიისა და საფრანგეთის კოპროდუქცია.

პრემიის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონია 2019 წლის 6 იანვარს კალიფორნიაში, ბევერლი–ჰილზზე გაიმართება. „ოქროს გლობუსი“ (Golden Globe Award)  ამერიკული კინოპრემიაა, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 1944 წლიდან აწესებს კინო და ტელეფილმებისთვის, როგორც ამერიკული, ასევე უცხოური ფილმებისთვის.

1950 წელს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებოდნენ კინო-ინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.




 

ყველა ახალი ამბავი
0