თბილისში სპეცოპერაციისას ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახს ბრალდების არ სჯერა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პოლიცია
საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არ ავრცელებს

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახს ბრალდების არ სჯერა და ჩხეტიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას მოითხოვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე სასტუმრო „ალიანსში“ სპეცოპერაციისას უკრაინის 7 მოქალაქე დღეს, გამთენიისას დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია შვიდი მოქალაქე

26 წლის ლუკა ჩხეტია ბატალიონ „დონბასის" ქართველი მებრძოლია, რომელიც თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. 

ლუკა ჩხეტიას დის, მარინა ჩხეტიას  განცხადებით, მისი ძმის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

„ჩემი დასკვნა არის ის, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელში იყო საკმაოდ აქტიური, აქვეყნებდა ისეთ პოსტებს, რომლებიც მიუღებელი იყო ხელისუფლებისთვის. ეს არის ის, რისიც მეშინოდა, სულ ვეუბნებოდი, რომ ჩამოხვალ შეიძლება, პრობლემები შეგექმნას. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვფიქრობდი. ანუ, ჩაუდეს იარაღი“, - განაცხადა მან.

ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზაზა სარალიძისა და მალზახ მაჩალიკაშვილის აქციას შეუერთდებიან.

შსს დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არ ავრცელებს.

ყველა ახალი ამბავი
0