თბილისში „ჯეოსელის“  ოფისი გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliქურდების მიერ გატეხილი კარი Geocell-ის მაღაზიაში
ქურდების მიერ გატეხილი კარი Geocell-ის მაღაზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფისიდან მობილური ტელეფონებია წაღებული

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე „ჯეოსელის“ ოფისი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაკავება - Sputnik საქართველო
კახეთში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა „ჯეოსელის“ ერთ-ერთ ფილიალში გამთენიისას  მოხდა. დამნაშავეებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს. წაღებულია მობილური ტელეფონები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0