ნინი რაზმაძე
– თამარ, რატომ დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნა?
– თექაზე ორი წელია რაც მუშაობა დავიწყე. როდესაც დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი, გადავწყვიტე ბავშვისთვის თქის დეკორით კუთხე მომეწყო. თავიდან ვიფიქრე სხვას დავუკვეთავ–თქო, მაგრამ აღმოჩნდა რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რასაც სამწუხაროდ ვერ შევწვდებოდი. ამის შემდეგ დავინტერესდი თექით. ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია მოვიძიე თუ რა როგორ უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა მემუშავა თექაზე და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. დროთა განმავლობაში ეს პროცესი გადაიქცა ერთგვარ ჰობად. გამიჩნდა სიყვარული და დიდი ინტერესი ამ საქმის მიმართ...შემდეგ ვიფიქრე, რომ არსებობენ ჩემნაირი ადამიანები რომელთაც სიძვირის გამო ხელი არ მიუწვდებათ თექისგან შექმნილ ნივთებზე და გადავწყვიტე შემექმნა დეკორაციები არა მარტო ჩემი შვილისთვის, არამედ სხვა პატარებისთვისაც, თან აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველასთვის.
– ზოგადად, თექაზე მუშაობა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, რატომ შეაჩერეთ არჩევანი მასზე?
– თექა პირველ რიგში იმიტომ ავირჩე , რომ არ იწვევს ალერგიას, არ შეიცავს იმ მომწამლავ ნივთიერებებს, რაც დღეს უმეტესად გვხვდება სათამაშოებში, არის უსაფრთხო.
– გქონდათ რამე გამოცდილება ხელნაკეთ ნივთებში?
– ყოველთვის მქონდა სურვილი ჩემი ხელით შემექმნა რამე, მაგრამ ამისთვის დრო არასოდეს მრჩებოდა, ვიდრე ჩემს მეუღლესთან ერთად არ დავიწყე ხეზე მუშაობა და გავაკეთეთ რამდენიმე სანათი, რომელიც ამშვენებს ჩვენს ინტერიერს... სწორედ ამიტომ ჰქვია ჩვენს facebook-გვერდს T&T. იმედია, ახლო მომავალში მომხმარებელს შევთავაზებთ ჩვენი დიზაინით შექმნილ ხის სანათებსაც...ამჟამად კი მარტო თექაზე ვმუშაობ.
– თექის სათამაშოებზე, ალბათ, მოთხოვნა დიდია, რადგან ბავშვებისთვის უსაფრთხოა?
– მოთხოვნა დიდია–თქო მაინცდამაინც ვერ ვიტყვი. თუმცა, არც მთლად გულგრილად უყურებს ხალხი ჩემს ნამუშევრებს ... ერთი დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბევრი სათანადოდ ვერ და არ აფასებს ხელნაკეთ ნივთებს და ვერ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, ერთი პატარ სათამაშოს შექმნაშიც კი რამხელა შრომას და ენერგიას ვდებთ...
– რას სთვაზობთ მომხმარებელს?
– ამჟამად მომხმარებელს ვთავაზობ უამრავი სახის დეკორს. ახალი წელი მოდის და თავისთავად საახალწლო თემატიკით დავიწყებ ჩამოთვლას ... ნაძვის ხის სათამაშოებს, კედლის დეკორაციებს, ნაძვის ხეებს თავისი სათამაშოებით, თმის აქსესუარებს , ჭიქის სადგამებს , სანიშნებს, პატარებისთვსი ლოგინზე დასაკიდ სათამაშოებს , თექის რიცხვებს , ასოებს, თექის ტორტებსაც კი და კიდევ უამრავ რამეს...
– თქვენი ნაძვის ხე საკმაოდ პოპულარულია, საიდან გაჩნდა იდეა შეგექმნათ ასეთი ორიგინალური ნაძვის ხე?
– როგორც ვთქვი, მომხმარებელს თექის ნაძვის ხეებსაც ვთავაზობ, რომელიც ძალიან პოპულარულია, ბევრს მოსწონს, ბევრს უნდა რომ შეიძინოს, რაც ძალიან მახარებს. იდეა გაჩნდა ისევ და ისევ ჩემი შვილიდან გამომდინარე. რა უნდა გამეკეთებინა ახალწ ელს? ტრადიციული ნაძვის ხის დადგმას ვფიქრობდი, მაგრამ ათასნაირი სურათი დამიდგა თვალწინ , მაგალითად, როგორ დაიწყებდა სათამაშოების მსხვრევას ან როგორ შეეცდებოდა განათების მოხსნას... და ბოლოს გამოსავალიც ვიპოვე.
რატომ თექის ნაძვის ხე? იმიტომ რომ იგი სრულიად უსაფრთხოა ჩვენი შვილებისთვის. როცა სახლში პატარებია, საშიშროება არაა იმის, რომ სათამაშოებს დაამსხვრევს და ნამსხვრევებით ხელს გაიჭრის. ვერც გადააყირავებს, რადგან კედელზე იკიდება. ამავდროულად განსხვავებულია, ჩემთვის განსაკუთრებული სიმყუდროვე და ელფერი აქვს სახლს, სადაც ხელნაკეთი ნივთებია.