მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთში, რომელსაც „ყვითელი ჟილეტების მოძრაობა“ ეწოდა, 17 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება. იხილეთ პირდაპირი ჩართვა პარიზში მომხდარი არეულობიდან.
„ყვითელი ჟილეტები“ საპროტესტო მოძრაობას ფრანგი მძღოლების აუცილებელი ატრიბუტის, ყვითელი ფერის შუქამრეკლი ჟილეტების გამო ეწოდა. საპროტესტო აქციები სწორედ მძღოლებმა წამოიწყეს საწვავზე ფასების მოსალოდნელი გაზრდის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინზე ფასების ზრდა 2019 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.