ექვსი „გრემისა“ და სხვა არაერთი პრემიის მფლობელმა, უპოპულარესმა მომღერალმა კრისტინა აგილერამ და ასევე ძალიან ცნობილმა შოუმენმა ჯიმი ფელონმა ნიუ-იორკის მეტროს მგზავრებს საოცარი სიურპრიზი მოუწყეს.
კრისტინამ და ჯიმიმ პარიკებისა და სამოსის მეშვეობით გარეგნობა შეიცვალეს და ნიუ-იორკის მეტროში ქუჩის მუსიკოსების რანგში კონცერტი გამართეს.
ამერიკის უსაყვარლესი ადამიანები ვერავინ იცნო. მაგრამ მეტროს კონცერტს მსმენელი არ აკლდა. როგორც კი აგილერამ არეტა ფრანკლინის Think-ის პირველი ნოტები აიღო, მათ გარშემო მაშინვე დაიწყო ხალხმა შეკრება, რომლებიც მობილური ტელეფონებით იღებდნენ საოცრად ნიჭიერი ქუჩის მუსიკოსების გამოსვლას.
როცა ბოლოს ჯიმი ფელონმა პარიკი მოიხსნა, სახე გამოაჩინა და მსმენელებს კრისტინა აგილერა წარუდგინა, ხალხის გაოცებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.