გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© photo: Sputnikგუდაური-კობის ტრასა
გუდაური-კობის ტრასა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა წესდება ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შეზღუდვა წესდება ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო და მოქმედებს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0