თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი საქართველოში დააბრუნეს

© photo: Sputnikთამარ მეფის ხატი
თამარ მეფის ხატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ მეფის პორტრეტი საქართველოს მუზეუმს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გადასცეს

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს (ხელოვნების სასახლეს) XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.

თბილისის ხელოვნების სასახლეს პოლ ფრანკენის ტილოები გადასცეს საჩუქრად >>

„საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა“, - ნათქვამია ხელოვნების სასახლის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უნიკალური პორტრეტი პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა. თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და დიდი ქართველი მრეწველის აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო.

„უნიკალური საგანძურის სამშობლოსათვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს და ამისათვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება რომ ერთი წლის წინ და ძმა ვოდეებმა საქართველოს გამოჩენილი მხატვრის სიმონიკა დადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უძველესი კულტურების და შენობების ნაშთები თბილისის ხელოვნების სასახლეში - Sputnik საქართველო
თბილისის ხელოვნების სასახლეში ლაპიდარიუმი გაიხსნა

თამარ მეფის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით და მას მარჯვენა ქვედა კუთხეში ამ ეტაპზე უცნობი ავტორის ხელმოწერაც ჩანს. მისი ინიციალების წაკითხვა პორტრეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

თამარ მეფის პორტრეტი უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს

თამარ მეფის სახელს (1166-1213) საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უკავშირდება, რომელსაც „ქართული ისტორიის ოქროს ხანა“ უწოდეს. ბაგრატიონების დინასტიის შთამომავალი თამარ მეფე გიორგი მესამის ქალიშვილი და დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0