საქართველოს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსის ოჯახს მიუსამძიმრა

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ჯორჯ ბუშ უფროსის სახით შესანიშნავი ლიდერი და დიდი პატრიოტი დაკარგეს

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის ოჯახს, რომელიც შაბათ ღამით გარდაიცვალა.

„მთელი გულით ვუსამძიმრებ ჯორჯ ბუშ უფროსის მთელ ოჯახსა და ამერიკელ ერს, რომელმაც დაკარგა შესანიშნავი ლიდერი და დიდი პატრიოტი, რომელიც თავის ერს პატრიოტიზმითა და ღირსებით ემსახურა“, - ნათქვამია მარგველაშვილის Twitter-ის განცხადებაში.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში აშშ-ის პრეზიდენტი 1989–1993 წლებში იყო.

პრეზიდენტობამდე, 1967-1971 წლებში ბუში იყო კონგრესმენი, 1976-1977 წლებში - ცენტრალური დაზვერვის დირექტორი, ხოლო 1981—1989 წლებში - ვიცე-პრეზიდენტი (რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს).

ყველა ახალი ამბავი
0