„სულელური მოთხოვნები" თუ აუცილებლობა – პოლიტიკოსები დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ

გამოწერა
ავტორიტეტული პოლიტიკოსების აზრი იმის შესახებ, საქართველოს სჭირდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, განსხვავებულია.

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მომხრეების გეგმებმა პოლიტიკოსებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ამასთან ხელისუფლებამ უკვე პირობა დადო, რომ პროვოკაციებს არ დაუშვებს.

ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს - „ძალა ერთობაშია“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს>>>

ოპოზიციური გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ უარი განაცხადა  საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე და თბილისის ცენტრში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კვირას ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40,48% მიიღო. არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც არჩევნებში ხმების 59,52% მიიღო.

 „მათ როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ, აქციის გამართვის უფლება  კანონით აქვთ. მათ, კვირას ან სხვა დღეს, კანონის ფარგლებში შეუძლიათ მშვიდობიანად შეკრება, მაგრამ მიზნის განხორციელება, რომელიც მათ სურთ – დესტაბილიზაცია ან არეულობა, მათ არ გამოუვათ“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილს - თაიგული, „ნაცებს“ – „ვენოკი“: ქართული ელიტის რეაქცია არჩევნებზე

მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

 „რა არჩევნებზეა ლაპარაკი?  ჩვენ არ ვაპირებთ მსგავს სულელურ მოთხოვნებზე რეაგირებას“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ამასთან, მან პირობა დადო, რომ ახლო მომავალში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევა, რომლებიც პროცესს უფრო სრულყოფილს გახდის და დამკვირვებლებს არჩევნებთან დაკავშირებით ნაკლები შენიშვნები ექნებათ.

არ მჯერა
ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთ  ლიდერ დავით თარხან–მოურავს არ სჯერა „ნაცმოძრაობისა“ დაგაერთიანებული ოპოზიციის მომხრეების სიძლიერის.

რა პერსპექტივა აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას?>>>

„ისინი მართავენ აქციას, მოდით ვნახოთ რამდენს შეკრებენ. დაგვანახონ ეს 78 ათასი ადამიანი და ყველა კითხვა  დღის წესრიგიდან მოიხსნება – ისინი  მართლა არიან თუ არა საქართველოში მეორე ძალა“, – განაცხადა თარხან–მოურავმა.

78 ათასზე საუბრისას, მას მხედველობაში ჰქონდა „პატრიოტთა ალიანსის“  მიერ თავისუფლების მოედანზე გამართული ზურაბიშვილის მხარდამჭერი  მასშტაბური აქცია. აქციის მონაწილეებს დაურიგეს დანომრილი ფურცლები წარწერით „არა ნაცებს“ და „ვუშველოთ საქართველოს“, აქციის ორგანიზატორების მონაცემებით, მათ სწორედ 78 ათასი დაარიგეს.

თარხან–მოურავის სიტყვებით, „ძალა ერთობაშია“ ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, რადგანაც მას მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს.

 „როგორც არჩევნების შედეგებმა გვაჩვენა, ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ისინი 10 ათას ადამიანს გამოიყვანენ და ამის საკუთარ თავსაც დაისამარებენ. ისინი შეეცდებიან ბევრი გააკეთონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგანაც მათ აუცილებელი მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა მან.

დრო ფირქისთვის
 პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, რომელიც 2017 წელს დააფუძნეს მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მომხრეებმა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა სწორედ „ნაცმოძრაობას“ გამოუცხადეს. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია

 „დაუმორჩილებლობას, არეულობას, პოლიციისა და ჯარის ჩართვას – არა, მაგრამ მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციები გვექნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ. რაც შეეხება დესტაბილიზაციის ნებისმიერ სახეობას – ეს ჩვენთვის მიუღებელია და ამას ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებით“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში საჭიროა არა არჩევნები, არამედ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება.

 „ქართული ოცნების“ მინიმალური სწორი ნაბიჯი იქნება ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყება“, – განაცხადა კაპანაძემ.

არჩევნებისთვის, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეა მოსწონს პარლამენტის ექს–სპიკერს, ერთ დროს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ დავით უსუფაშვილს. მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურა პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ წამოაყენეს. უსუფაშვილის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ პირველი ტურით შემოიფარგლა, სადაც მან ხმების 2,26% მიიღო.

მამუკა ბახტაძე: ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს>>>

„ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებისკენ მე ყველას პირველ ტურამდე და მეორე ტურის წინაც მოვუწოდებდი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა „ნაცმოძრაობით“, შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ იმ პროცესებს, რომლებიც ბოლოს მოუღებს „ოცნების“ ერთპარტიულ მმართველობას, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორადაც  საქართველო არცთუ დიდიხანია გახდა, ყველაფერს საპარლამენტო არჩევნები წყვეტს. 2012 წელს სწორედ „ქართლი ოცნების“ გამარჯვების წყალობით, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. ვითარება შეიცვალა 2016 წელსაც. ბოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია „დაიშალა“, მაგრამ მმართველმა პარტიამ მაინც შეძლო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას არ აპირებს

უსუფაშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, ამჯერადაც არ აპირებს სააკაშვილის  მხარდაჭერას.

 „არ მჯერა იმის, რომ სააკაშვილი ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანას შეძლებს. და მე რომც ვეთანხმებოდე მის  მოთხოვნებს, ეს არ ნიშნავს, რომ მე მის გვერდით ვიქნები“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილს სოლიდარობას უცხადებს პარლამენტის ექს–სპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც დღეს პარტია „დემოკრატიულ მოძრაობას“ უდგას სათავეში.

 „ჩვენ არ შევუერთდებით „ნაცმოძრაობას“, ეს გამორიცხულია. მაგრამ ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და ამაში მათ ვეთანხმებით... ის, რომ პოლიტიკურმა ძალამ, მიუხედავად იმისა, რომ მას მხარს არ ვუჭერ, ეს მოთხოვნა წამოაყენა, მნიშვნელოვანია, რამდენადაც ამან შეიძლება პოლიტიკური პროცესები დაძრას და კონსულტაციების დაწყებას ხელი შეუწყოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ღიად  წინააღმდეგ
 „ნაცმოძრაობისთვის“ და მისი მოთხოვნისთვის მხარდაჭერას არ აპირებს ყველაზე ორიგინალური პარტია „გირჩი“. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

 „ჩვენ ვიმსჯელებთ შევუერთდეთ თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არა, რამდენადაც გაუგებარია, რატომ გადაწყვიტეს საპროტესტო აქციის ახლა გამართვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნები ჩატარდა, ხოლო სააკაშვილის განცხადებამ აჩვენა, მათ რა ამოძრავებთ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შევუერთდებით“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზული მზადება დაიწყო და მათ ბევრი რამ უნდა მოასწრონ.

ყველა ახალი ამბავი
0