თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. იორდანიის დედოფალი რანია საზოგადოების წინაშე ქართული ბრენდის, Matériel-ის იისფერი კაბით წარსდგა, ნათქვამია Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ინსტაგრამ-გვერდზე.
დედოფალი რანია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური მონარქია. ის მკაცრ, თუმცა იმავდროულად ქალურ სტილსა და პასტელური ფერის სამოსს ანიჭებს უპირატესობას.
© mbfashionweektbilisi / FB დედოფალი რანია ქართველი დიზაინერების იისფერი კაბით
დედოფალი რანია ქართველი დიზაინერების იისფერი კაბით
ამ დროისათვის Matériel-ი სამ ქართველ დიზაინერს აერთიანებს: ლიკა ჩიტაიას, თიკო პაქსაშვილსა და ალექსანდრე ახალკაციშვილს.
Materiel-ი, გარდა იმისა, რომ ნაწარმს ბრენდის მაღაზიებში ყიდის, ასევე თანამშრომლობს სხვა ქართულ ბრენდთან —ATELIER KIKALA-სთან და მის დირექტორ ლადო ბოკუჩავასთან.
ყველა ამ დიზაინერის სამოსი რეგულარულად გადის მოდის კვირეულებზე თბილისსა და უცხოეთში.