Baia Gallery–ში ვალერიან სიდამონ–ერისთავის ნამუშევრები გამოიფინება

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ქართველი მხატვრის უცნობ ტილოებს იხილავენ

თბილისი,  30 ნოემბერი  — Sputnik. თბილისის გალერეა „ბაია“  (Baia Gallery) ქართველი მხატვრის  ვალერიან სიდამონ–ერისთავის აქამდე უცნობ ნამუშევრებს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ექსპოზიცია სახელწოდებით „ ცნობილი მხატვრის უცნობი კოლექცია“ წარმოგიდგენთ ფერმწერის მოდერნიზმიდან სოცრეალიზმამდე პერიოდის ნამუშევრებს. გამოფენა კვირას, 2 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება და  12 დეკემბრამდე გასტანს. 

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა),  - Sputnik საქართველო
თბილისის ისტორიის მუზეუმში კერამიკოს ლია ბაგრატიონის გამოფენა გაიმართება

ვალერიან სიდამონ–ერისთავი 1889 წლის 1 თებერვალს ყვარელში დაიბადა. მხატვრობისადმი ნიჭი ადრეულ ასაკში აღმოაჩნდა, 1907 წელს იგი მოსკოვის ფერწერის,  ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში ჩაირიცხა, სადაც თითქმის რვა წელი გაატარა.  

1951 წელს სიდამონ–ერისთავმა, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. თავიდან მშობლიურ კახეთში დასახლდა და ხატვის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი თბილისში გადასახლდა, სადაც აქტიური მონაწილეობა დაიწყო ქართველი მხატვრების საზოგადოების მოღვაწეობაში.

1918 წელს სიდამონ–ერისთავი ქართულ დრამატულ თეატრში  სამხატვრო ხელმძღვანელად მიიწვიეს, სადაც 1925 წლამდე მუშაობდა.

1922 წელს მხატვარმა თავისი ყველაზე ცნობილი სპექტაკლი ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“ გააფორმა, რომელიც ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა (1872 – 1933) დადგა. თავად მარჯანიშვილთან კი მხატვარი მოგვიანებით დაიწყებს კინოში თანამშრომლობას.

ვალერიან სიდამონ–ერისთავის შემოქმედების მთავარი თემა ისტორიული ფერწერა იყო, რომლისადმი ინტერესიც, როგორც ხელოვნებათმცოდნეები წერენ, სტუდენტობის პერიოდში გამოიჩინა. ისტორიკოსები სიდამონ–ერისთავს ХХ საუკუნის ქართულ ხელოვნებაში ამ ჟანრის ერთ–ერთი ფუძემდებელს  უწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი
0