დასავლეთ საქართველოს ორ რეგიონში სტიქია მძვინვარებს

© photo: Energo Pro Georgia / FBქარი დასავლეთ საქართველოში
ქარი დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი,  30 ნოემბერი  — Sputnik. ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს პრობლემები შეუქმნა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

ქარი თბილისში - Sputnik საქართველო
ძლიერი ქარი თბილისში – გლდანში ავტომობილს ხე დაეცა

უწყების ინფორმაციით,  დღის განმავლობაში იმერეთის რეგიონიდან  210 შეტყობინება შევიდა. ძლიერმა ქარმა ამ რეგიონში სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა.

რეგიონში მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ამ წუთებშიც აწარმოებენ სამაშველო ღონისძიებებს.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც – ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი გადახადა და წააქცია ხეები.

იმერეთსა და სამეგრელო ზემო– სვანეთში სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0