ავარია აღაიანთან: დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ოთხი ადამიანი დაშავდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია.

Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და  რამაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0