თამარ ჩუგოშვილი: ზოგ საარჩევნო უბანზე პროვოკაციის მცდელობები შეინიშნება

თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც ხმების უფრო მეტ რაოდენობას მიიღებს.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მმართველი პარტია  „ქართული ოცნების" ოფისში პირველი ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა>>>

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს. 5 ნომრით კენჭს იყრის პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანებას  „ძალა ერთობაშია" წარმოადგენს, 48 ნომრით კი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ხმა ევროპულ არჩევანს მისცა

 „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები, ხელისუფლება არის გარანტი რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ არის დაფიქსიებული, თუმცა, რიგ ადგილებში პროვოკაციის მცდელობები შეიმჩნება. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარჩევნო უბნებზე წესრიგის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

 „მოვუწოდებ ცესკოს ადმინისტრაციას მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებს მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ქვეყნის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება, უცხოეთში კი 24:00 საათზე.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელს ზემოთ ასაკის 3 მილიონ 528 ათას 658 მოქალაქეს.

მეორე ტურში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც ხმების უფრო მეტ რაოდენობას მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0