თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მათთვის სასურველ კანდიდატს მხარი დაუჭირონ, საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა.
ეს არჩევნები განსაკუთრებულია. ხალხის მიერ არჩეულ ბოლო პრეზიდენტს საართველოს მოქალაქეები, საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში პირველად, მეორე მცდელობის შედეგად აირჩევენ.
გააკეთეთ არჩევანი მშვიდად - შსს წესრიგის დასაცავად ყველა ზომას გამოიყენებს>>>
საქართველოს მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ – 39 ქვეყანაში. მთლიანობაში ამ არჩევნებზე 3 ათას 703 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელს ზემოთ ასაკის 3 მილიონ 528 ათას 658 მოქალაქეს. საქართველოს ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია 3 მილიონ 513 ათას 729 ადამიანს, დანარჩენები კი, ვინს უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე დგას – ადგილის მიხედვით.
ცესკოში რეგისტრაცია 62 ადგილობრივი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან 48,5 ათასზე მეტმა დამკვირვებელმა და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1,3 ათასმა დამკვირვებელმა გაიარა.
არჩევნების პროცესს 95 ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის 2,3 ათასამდე ჟურნალისტი გააშუქებს.
საარჩევნო უბნებზე წესრიგის დაცვას საქართველოს შსს–ს მობილური ჯგუფები დააკვირდებიან. მათ ევალებათ კანონდარღვევაზე რეაგირება როგორც კენჭისყრის პროცესში, ისე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
საქართველოში საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურება და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება. უცხოეთში საარჩევნო უბნები 24:00 საათზე დაიხურება. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შესახებ წინასწარ შედეგებს 29 ნოემბრის ღამით გამოაცხადებს.