„გამარჯობა, მე ბიძინა ივანიშვილი ვარ“ - ექს-პრემიერის ზარები თითოეულ მოქალაქეს

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ გაუკვირდებოდათ მოქალაქეებს ყურმილში მმართველი პარტიის ლიდერისა და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის ხმის გაგონება, სანამ გაიაზრებდნენ, რომ ეს ჩანაწერი იყო.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მობილური ოპერატორების მომხმარებელმა მოქალაქეებმა სამშაბათიდან ნომრიდან 48 ზარების მიღება დაიწყეს, რომლებში „ქართული ოცნების“ ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მათ არჩევნებზე მისვლისა და 48 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებს.

„გამარჯობა, მე ბიძინა ივანიშვილი ვარ. დღეს პრინციპული არჩევანის დღეა. არ დარჩე სახლში, მოდი არჩევნებზე. ერთად ვუთხრათ უარი „ნაციონალურ მოძრაობას“. მიეცი ხმა შენი შვილებისა და ქვეყნის მომავალს,  მიეცი ხმა სალომე ზურაბიშვილს!“ - ასეთია სატელეფონო ზარის შინაარსი.

ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ გაუკვირდებოდათ მოქალაქეებს ყურმილში მმართველი პარტიის ლიდერისა და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის ხმის გაგონება, სანამ გაიაზრებდნენ, რომ ეს ჩანაწერი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0