თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 12:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 19,6%-მა მისცა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა და მმართველო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.

„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 12 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ 19,6%, რაოდენობრივად 688551 ამომრჩეველი შეადგინა", — განაცხადა ანა მიქელაძემ.
ყველაზე მაღალი აქტივობა ქარელში დაფიქსირდა, სადაც ბოლო მონაცემებით, ხმა ამომრჩევლის 23,5%-მა მისცა, ყველაზე დაბალი კი წალკაში - 12,2%.
პირველი ტურის მონაცემებს თუ შევადარებთ, მაშინ 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 15,95% (558 755) შეადგინა.