პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

© Pixabay / ErikaWittliebპენიტენციური დაწესებულება
პენიტენციური დაწესებულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი 28 ნოემბერს 08:00 საათიდან გაიხსნება, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში არჩევნების ბედს 200 ათასი ამომრჩეველი გადაწყვეტს>>>

საქართველოში 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" წარადგინა.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ფაზა - ოპონენტების ბრალდებები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან, გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემენ ხმას.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს", - აცხადებენ უწყებაში.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნებათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები.

საქართველოს მოსახლეობა 28 ნოემბერს ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევენ. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0