მკვლელობა თბილისში - ეჭვმიტანილი დაკავებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ელოდება

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს 33 წლის მამაკაცის მკვლელობისა და 34 წლის მამაკაცის დაჭრის საქმე მუხიანში და დააკავეს ერთი ადამიანი, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მკვლელობა ორშაბათს, გამთენიისას მოხდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ჩხუბი მამაკაცებს შორის ძველი კონფლიქტისა და ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. ბრალდებულმა ჩხუბის დროს ამოიღო იარაღი, ესროლა ორ მამაკაცს და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

პატრული - Sputnik საქართველო
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს

ორივე დაჭრილი საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ერთი გარდაიცვალა. მეორე ბარძაყში იყო დაჭრილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მკურნალობას განაგრძობს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.

ტელეკომპანია Imedi აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა მამაკაცებს ესროლა და გაიქცა, ამ დროს ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოუვარდა, რომელიც ასევე ამოღებულია სამხილის სახით.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე. დანაშაული ისჯება შვიდიან 15 წლამდე პატიმრობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0