„ღვინო და კულინარია“ - ასზე მეტმა გიდმა გადამზადების კურსი გაიარა

© Sputnik / Alex Shlamovქართული ღვინო თბილისობაზე
ქართული ღვინო თბილისობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიდებს უფასო ტრენინგები ჩაუტარდათ

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ღვინისა და კულინარიის თემატიკით მომუშავე გიდებმა გადამზადება გაიარეს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კურსი „ღვინო და კულინარია“ ასზე მეტმა გიდმა მოისმინა. სწავლების მთავარ მიზანს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

Sputnik - Sputnik საქართველო
ივანიძე: საქართველოში გიდები ფაქტებს ამახინჯებენ

სწავლების კურსი შემდეგ თემებს მოიცავდა: ღვინის და ვაზის ისტორია, თანამედროვე ტენდეციები ქართულ კულინარიაში და გამჭვირვალე სამზარეულო, ღვინის არომატები და დაგემოვნება, ღვინის ტურიზმი და მისი პერსპექტივები საქართველოში და ა.შ.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ქვეყანაში არსებულ კერძო სექტორთან, მათ შორის გიდებთან. და ერთ-ერთი ფორმა ამ თანამშრომლობისა გახლავთ უფასო ტრენინგები კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის. გაიმართა სპეციალური ტრენინგი არსებული და მოქმედი გიდებისათვის ღვინისა და კულინარიის მიმართულებით და ამ ტრენინგს ასზე მეტი ადამიანი დაესწრო“, - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩოგოვაძემ.

ტურიზმი და პოლიტიკა: როგორ ავირიდოთ უცხოელი გიდების მიერ საქართველოზე ფაქტების დამახინჯება >>

გასულ წელს გადამზადება ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა 1300-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიდების ცოდნის ამაღლების მიზნით რეგულარულ ტრენინგებს მართავს.

ყველა ახალი ამბავი
0