პირველად საქართველოში: Red Bull Escape Room-ში გასასვლელად კასტინგი გამოცხადდა

გამოწერა
საქართველოში პირველად ჩატარდება კასტინგი Red Bull Escape Room-ის ჩემპიონატისთვის

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული კასტინგი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობისთვის Red Bull Escape Room-ის კვესტ-ოთახების გასავლელად საქართველოში 2018 წლის 15-16 დეკემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

Red Bull Escape Room - ესაა საერთაშორისო თამაში კვესტებისა და თავსატეხების მოყვარულთათვის, სადაც შესაძლებელია საკუთარი გონებისა და მოსაზრებულობის გამოცდა. შეჯიბრების ორგანიზატორია კომპანია Red Bull Mind Gamers.

© Red Bull Events / FBRed Bull Escape Room
პირველად საქართველოში: Red Bull Escape Room-ში გასასვლელად კასტინგი გამოცხადდა - Sputnik საქართველო
Red Bull Escape Room

Red Bull Escape Room -ის მსოფლიო ჩემპიონატი კვესტ-ოთახების გავლაში პირველად ბუდაპეშტში 2017 წელს ჩატარდა. გაიმარჯვეს სლოვენიის წარმომადგენლებმა. ტურნირი კიდევ 2019 წელს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან საზრიან ადამიანებს შეკრებს. მაინდგეიმერები მეორე ჩემპიონატის ტიტულისთვის ონლაინ-კვალიფიკაციისა და ლოკალური შესარჩევი ტურების გავლის შემდეგ იბრძოლებენ.

Red Bull Escape Room-ის შესარჩევი ტური საქართველოში პირველად ტარდება.

„გამოიყენე ლოგიკა, სტრატეგია, კრეატივი, მუსიკალურობა, მეხსიერება და ვიზუალური აზროვნება და საქართველოს სახელით გაემგზავრე, Red Bull Escape Room-ის ფინალში სათამაშოდ", - მოუწოდებენ ორგანიზატორები მსურველებს.

კასტინგის პირობებით, მონაწილის ასაკი უნდა იყოს +16. მსურველები ჯერ უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე და შესარჩევი თამაში ითამაშონ. მაღალი ქულების მიღების შემთხვევაში მათ უნდა შექმნან გუნდი (მაქსიმუმ ოთხი ადამიანი) და შეიტანონ განაცხადი ლოკალურ კასტინგში მონაწილეობაზე. კანსტინგზე მონაწილე გუნდებს ყველა თავსატეხის ამოხსნისთვის მხოლოდ 20 წუთი ექნებათ.

© Red Bull Events / FBRed Bull Escape Room
პირველად საქართველოში: Red Bull Escape Room-ში გასასვლელად კასტინგი გამოცხადდა - Sputnik საქართველო
Red Bull Escape Room

ყველაზე სწრაფი გუნდი მიიღებს ქვეყნის გამარჯვებულის ტიტულს და Red Bull Escape Room-ის ფინალში მონაწილეობის უფლებას. მას შესაძლებლობა ექნება, ეცადოს და გაიაროს გამოჩენილი მეცნიერის, სკოტ ნიკოლსონის მიერ ექსკლუზიურად ჩემპიონატისთვის შექმნილი კვესტ-ოთახი სახელწოდებით Omni's Escape.

ყველა ახალი ამბავი
0