„წითელ ხიდთან" ტაქსი დააყაჩაღეს - ნაცემია მძღოლი

© photo: Sputnik / SPUTNIK / DENIS ASLANOVგორი
გორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდამსხმელებმა თან წაიღეს ფული, ავტომობილის გასაღები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ტაქსის მძღოლი და მგზავრები, რომლებიც აზერბაიჯანიდან საქართველოში მოდიოდნენ, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდთან" თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ტაქსი - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცმა ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა და ჭკუიდან შეიშალა

უწყების ცნობით, ინციდენტი ორშაბათს, დილით მოხდა. ბოროტმოქმედებმა ავტომობილით ტაქსის მძღოლს გზა გადაუკეტეს, შემდეგ ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ცემა დაუწყეს. ტელეკომპანია Rustavi2-ის ცნობით, თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ მგზავრებიც, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. თავდამსხმელებმა თან წაიღეს ფული, ავტომობილის გასაღები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაზარალებული მძღოლის შვილის განცხადებით, ბოროტმოქმედებმა გაზის იარაღი გამოიყენეს.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე "ქურდობის" მუხლით აღიძრა, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0