შეუპოვრობის გაკვეთილი სრულიად მოულოდნელი ობიექტისგან, ანუ როცა დანებება სირცხვილია

გამოწერა
წესით, ეს ვერ უნდა მოეხერხებინა ცუგას, მაგრამ იქ, მაღალი ზღუდის მიღმა, გულისსწორი ელოდებოდა და როგორც ჩანს, ეს აძლევდა სტიმულს შეუძლებლის შესაძლებლად.

კადრებზე აღბეჭდილი შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა, თუ დროზე ადრე არ ჩამოუშვებ ხელებს.

ერთი ჩვეულებრივი ცუგა ისე ჯიუტად ცდილობს კარგა მაღალი კედლის გადალახვას, რომ საბოლოოდ ახერხებს კიდეც ამას. არადა, წესით ეს ვერ უნდა გაეკეთებინა. ვინაიდან ძაღლებს კედლებსა და ხეებზე ცოცვის უნარი ბუნებამ არ მისცა.
მაგრამ იქ, მაღალი ზღუდის მიღმა, სხვა ცუგა ელოდებოდა, შესაძლოა, გულისსწორი. და როგორც ჩანს, ეს აძლევდა სტიმულს შეუძლებლის შესაძლებლად.

ყველა ახალი ამბავი
0