თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ხორცპროდუქტების საწარმო „ნიკორას" სადისტრიბუციო ავტომობილი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე სუპარმარკეტ „ნიკორასთან" ცოტა ხნის წინ მოხდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს ბოროტმოქმედებმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე „ქურდობის" მუხლით აღიძრა.