თბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde თბილისსა და ერევანში პრემიერით წარდგება

© Photo: courtesy of Tilde Theatreთბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde Theatre
თბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde Theatre - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპექტაკლის სტუმრები კლასიკოსი კომპოზიტორების შესახებ ისტორიებს მოისმენენ.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde Theatre ამზადებს პრემიერას სტენდაფ-კომედიისა „რე მინორი ორ ტომად", რომელსაც მაყურებელი საქართველოსა და სომხეთში იხილავს, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" თეატრის დამფუძნებელმა და რეჟისორმა ოქსანა ჩადაევამ.

დადგმა უკრაინის პ. ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის კურსდამთავრებულის, ცნობილი პიანისტის მარია პუსტოვიტას ლიტერატურული მონოლოგებიდან დაიბადა.

ბათუმის დრამატული თეატრის განახლებული შენობა პრემიერმა გახსნა>>>

საკონცერტო მოღვაწეობასთან ერთად მარია პროზაშიც ცდის ბედს, იგი არის ავტორი წიგნის „თქვენს შვილს ცეკვა სურს!" და ნარკვევის „ლექსები+მე". დიდი კომპოზიტორების შესახებ პუსტოვიტას პატარა მოთხრობები მისი ნიჭის თაყვანისმცემელი ონლაინ-მკითხველის მიერ სხვადასხვა ენებზეა თარგმნილი.

„მე მარია პუსტოვიტას გვერდზე გამოქვეყნებულ მოთხრობებზე მკითხველის რეაქციებს ვაკვირდებოდი. „საინტერესოა, შემეცნებითია, არაა მოსაწყენი" - ასე წერდნენ კომენტარებში. ისეთ მასალას, როგორიც მარიას აქვს, დიდხანს ვეძებდი. ეს ჩვენი თეატრისთვის აბსოლუტურად ახალი ექსპერიმენტია. კლასიკა – ეს ისაა, რაც მარადიულია. და მე ბედნიერი ვარ, რომ მას ავტორთან ერთად ვეხები და თეატრის მსახიობებთან ერთად ვაკეთებთ იმას, რაც ცხოვრებაში უფრო ნათელი და კაშკაშა უნდა იყოს", – განაცხადა ჩადაევამ.

როგორც Tilde Theatre-ს რეჟისორმა აღნიშნა, სპექტაკლში მაყურებელი დიდი კომპოზიტორების, მათი გრძნობების, ხასიათისა და ემოციების შესახებ მოისმენს.

გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
თეატრი, ბალეტი და მასტერ-კლასები: „პეტერბურგული შეხვედრები თბილისში“

„ემოციური მონოლოგები სპექტაკლში თითოეულს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს იმაში, რომ იუმორის გრძნობა დიდი ნიჭია. მე ამ დადგმას მივუძღვნიდი მათ, ვისაც სახლში ფორტეპიანო აქვს, და ყველა მსახიობს, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობს, ჩემს მეგობრებს, ვინც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს, ჩემს ქალიშვილს, რომელმაც მე მარიას ნიჭი დამანახა", – განაცხადა ჩადაევამ.

დადგმაში მონაწილეობენ თომა ბობოხიძე, ნადეჟდა პაპოვიანი, იანინა ძენცეოლოვსკაია, მიხაილ როდიონოვი, მაკა კახურაშვილი და ანასტასია ხატიაშვილი, როიალთან – მარიამ ტიპუხიანი.

თბილისში სპექტაკლის პრემიერა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში 18:00 საათზე გაიმართება. ბილეთების რაოდენობა, რომელთა შეძენაც ადგილზეა შესაძლებელი, შეზღუდულია. სომხეთში კი სპექტაკლის პრემიერა 15 დეკემბერს გაიმართება.

Tildе თბილისის ექსპერიმენტული თეატრია, შეიქმნა 2014 წელს. ორჯერ გახდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „აღმოსავლეთი–დასავლეთი" (პოლონეთი, კრაკოვი) ლაურეატი, 2017 წლის აპრილში მიიღო ფესტივალის ჯილდო „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის". დასის წევრები სხვადასხვა ეროვნების ქალები არიან. მათ სპექტაკლებში ასახულია გენდერული ურთიერთობების მწვავე პრობლემები.

 

ყველა ახალი ამბავი
0