მოსკოვში ცეცხლოვანი ქართული ცეკვებით დატკბებიან

გამოწერა
მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი ეთნოკულტურული მოვლენა 27 ნოემბერს გაიმართება

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ქართული ცეკვების სტუდია „მეტეხი" XIV საერთაშორისო საღამოს „მოსკოვი მსოფლიოს ხალხთა რიტმებში" ფარგლებში წარდგება, იუწყებიან ორგანიზატორები.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
ანსამბლი „სუხიშვილები“ მხატვარ ვირსალაძის იუბილეს აღნიშნავს

ღონისძიება კლუბ Известия-Холл-ში 27 ნოემბერს გაიმართება. „მოსკოვი მსოფლიო ხალხთა რიტმებში" რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ეთნოკულტურული მოვლენაა.

ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ მრავალფეროვანი ეთნო-შოუ და ცეცხლოვანი ცეკვები. საღამოზე საკუთარ ოსტატობას წარმოადგენენ საუკეთესო ვოკალისტები, მუსიკოსები და ცეკვის ანსამბლები ჩუკოტკიდან, დაღესტნიდან, ტუვადან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

ღონისძიების ექსკლუზივი გახდება პროფესიონალი ბრეიკერების ნაკრებ გუნდებსა და რუსული ხალხური ცეკვების შემსრულებელთა შორის საცეკვაო ბატლი.

სტუდია „მეტეხი" 2014 წელს დაარსდა. კოლექტივის რეპერტუარშია ქართული ხალხური ცეკვები, როგორიცაა „აჭარული", „აფხაზური", „ოსური", „რაჭული", „მთიულური", „ქართული და ა.შ. ანსამბლში მოცეკვავეების გარდა, არიან მომღერლები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობას ასრულებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0