მილიონი ავტომობილი, ანუ ქართველი, რომელსაც მანქანა ჰყავს, მეტროთი არ იმგზავრებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაავტომობილო „საცობი" კოსტავას ქუჩაზე
საავტომობილო „საცობი კოსტავას ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ყველაზე კარგად იყიდება ავტომობილები, რომელთა ფასი ორიდან ოთხი ათას დოლარამდე მერყეობს, აცხადებენ ექსპერტები

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რიცხვი კატასტროფულად იზრდება და ერთ მილიონს მიაღწია, წერს გაზეთი „რეზონანსი".

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდა არასწორი პოლიტიკის ბრალია. ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზებას, რათა შემცირდეს მოთხოვნა კერძო ავტომობილზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
ხელისუფლება ავტომობილების ტექდათვალიერებას ონლაინ-რეჟიმში დააკვირდება

ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბოლო კვლევა ახალგაზრდა ფინანსისტებისა და ბიზნესმენების ასოციაციამ ჩაატარა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ანდრია გვიდიანის განცხადებით, მიუხედავად გარკვეული რეგულაციებისა, მანქანების რაოდენობა ქვეყანაში მუდმივად იზრდება. 20 ნოემბრის მონაცემებით, ავტომობილების რაოდენობა 992 ათასია, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ეს მონაცემი მილიონს გადააჭარბებს.

„2012 წლის შემდეგ მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ავტოპარკი 349 ათასი მსუბუქი ავტომობილით გაიზარდა, ანუ, საშუალოდ, ყოველწლიურად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 8%-ით მატულობს", - განაცხადა გვიდიანმა.

იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მხოლოდ ერთ ავტომობილი ჰყავს, გაიზარდა 189 ათასით, ვისაც ორი ავტომობილი ჰყავს - 51 ათასით, ხოლო სამი და მეტი - 12 ათასით.

გვიდიანი დარწმუნებულია, რომ უნდა გამახვილდეს ყურადღება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე როგორც თბილისში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. საჭიროა ავტომობილების რაოდენობის ზრდისთვის ფეხის აქყობა და შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის მომზადება.

„მოსახლეობა წლიდან წლამდე უფრო აქტიურად ყიდულობს ავტომობილებს. შესაბამისად, ასხამს საწვავს, იყენებს ავტომომსახურებას და, ზოგადად, ფულს ხარჯავს მანქანების ექსპლუატაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება და უფრო მეტ მოქალაქეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ, გარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებისა, ფული დახარჯოს ფუფუნების საგნებზე - ამ შემტხვევაში ავტომობილებზე", - აღნიშნა გვიდიანმა.

ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური - Sputnik საქართველო
შეღავათები ელექტრომობილებისთვის: თბილისის მერიამ წინადადებები შეიმუშავა

სხვა მოსაზრება აქვს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს დავით მესხიშვილს. მისი თქმით, ავტომობილების რაოდენობის ზრდა, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, ამავე დროს, დიდ პრობლემას წარმოადგენს.

მისი აზრით, საქართველოში მანქანას ყიდულობენ იმისდა მიუხედავად, სჭირდებათ თუ არა. ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში არასწორად ვითარდება. მან მაგალითად მოიყვანა ბელგია, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგად, ავტომობილების რიცხვი ათასობით შემცირდა.

ავტოექსპერტ შალვა ბუაჩიძის განცხადებით, ავტომობილების რიცხვი საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. ის საუბრობს ქართველების მენტალიტეტზე, რომელიც ქართველს არ აძლევს საშუალებას, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როცა ეზოში საკუთარი მსუბუქი ავტომობილი უყენია.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც უნდა პოპულარიზაცია გაეწიოს, ავტომობილებზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს. გარკვეულწილად მოაგვარებს მოძრაობის პრობლემას, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ამით შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია", - განაცხადა ბუაჩიძემ.

ტაქსი თბილისში - Sputnik საქართველო
უფასო შეღებვა, ქიმწმენდა, პარკირება, მანათობელი - შეღავათები ლიცენზირებული ტაქსისტებისთვის

ექსპერტი აღნიშნავს, რომ პრობლემა ურბანისტების აქტიური ჩართვით უნდა გადაიჭრას, რათა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც ნეგატიურ ზემოქმედებას არ მოახდენს მოსახლეობაზე.

„ხალხს გაუჩნდა საშუალება და ავტომანქანებს ყიდულობს, ტენდენცია სამომავლოდან გაგრძელდება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. სპეციალისტების აქტიური და სწორი ჩარევით ალბათ საცობებთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდება", - განაცხადა ბუაჩიძემ.

მანქანების მზარდ იმპორტზე საუბრობს სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი ელგუჯა ჯამაგიძე. მისი აზრით, ჯერჯერობით შეუძლებელია შეჩერდეს ავტომობილების იმპორტის სწრაფი ტემპი.

„ეს გამოწვეულია იმით, რომ ჯერ კიდევ დიდია იაფი მანქანების რეალიზაცია. შემთხვევითი არაა, რომ ქვეყანაში ყველაზე კარგად 2000-დან 4000 დოლარამდე ღირებული მანქანები იყიდება", - განაცხადა ჯამაგიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0