ჩიგოგიძე: ახლა არის მომენტი, როდესაც თქვენს ხელთ არის ყველაზე დიდი ძალაუფლება
„ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს შფოთვაში, ნერვიულობაში, უაზროდ დროის ფლანგვაში და სწორედ ეს ადამიანები ფიქრობენ წარსულზე ან მომავალზე და არ არიან კონცენტრირებული და ფოკუსირებული იმ მომენტზე, რომელშიც არიან ახლა“ - აღნიშნა ეკატერინე ჩიგოგიძემ.
ქოუჩის განმარტებით, როდესაც ჩვენი გონება იწყებს წარსულზე ფოკუსირებას, მას მიჰყვება ჩვენი სხეულიც და ემოციური სისტემაც.