ორ კვირაში 7 დაკავებული ნარკორეალიზატორი: ყველა მათგანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

© Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს განყოფილება თბილისში
შსს-ს განყოფილება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, 93 ნარკორეალიზატორი დააკავა.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ორ კვირაში  შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვებგვერდი.

„სამინისტროს თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი”, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

პოლიციამ დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა.

სამართალდამცველების მიერ გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 4 პირი, მათი ასაკი 38-დან 54 წლამდე მერყეობს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებთან ერთად ამოიღეს.

ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით გარდაბნის რაიონში დაკავებულები არიან 41 და 37 წლის საქართველოს მოქალაქეები.

წამლის აბები - Sputnik საქართველო
აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ უკანონოდ გასაღებული 380 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.

თბილისში კი ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა დაკავებულია 31 წლის ირანის მოქალაქე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია 250 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

„7-ვე დაკავებული ნარკორეალიზატორის მიმართ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოცვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, 93 ნარკორეალიზატორი დააკავა.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში ამოღებულია: 33 კილოგრამი „ჰეროინი“, 3 კილო და 500 გრამი „კოკაინი“, 11 ათასი აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1 კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.

ყველა ახალი ამბავი
0