თბილისში, შესაძლოა, იტალიური „მილანის" საფეხბურთო აკადემია გაიხსნას

© Sputnik / STRINGERსაფეხბურთო კლუბი "მილანის" თბილისში ჩამოსვლა
საფეხბურთო კლუბი მილანის თბილისში ჩამოსვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელმა სპეციალისტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტის განხორციელება უკვე მომავალ წელს დაიწყება.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქში უახლოეს მომავალში, შესაძლოა, "მილანის" საფეხბურთო აკადემია გაიხსნას, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ექსკლუზიურ ინტერვიუში „მილანის" საერთაშორისო აკადემიების მენეჯერმა ალესანდრო ჯანიმ. 

© Sputnik / STRINGERსაფეხბურთო კლუბი "მილანის" თბილისში ჩამოსვლა
თბილისში, შესაძლოა, იტალიური „მილანის საფეხბურთო აკადემია გაიხსნას - Sputnik საქართველო
საფეხბურთო კლუბი "მილანის" თბილისში ჩამოსვლა

ჯანი და ელიზაბეტ სპინა – იტალიური საფეხბურთო აკადემიების კვლევისა და განვითარების მენეჯერი საქართველოში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ჩამოვიდნენ.

საქართველოს ნაკრები ყაზახეთის გუნდზე გამარჯვების შემდეგ - Sputnik საქართველო
დასრულდა ერთა ლიგის პირველი ეტაპი: საქართველო უფრო ძლიერ დივიზიონში გადავიდა

„საქართველოში ვიპოვეთ დაინტერესებული მხარეები და ამაყი ვართ იმით, რომ ქვეყნის საფეხბურთო მოძრაობა „მილანში" გამოყენებული მეთოდით დაინტერესდა. აქ იმისთვის ვართ, რომ შევეცადოთ და გაგიზიაროთ ჩვენი ვარჯიშებისა და ლოკალური მწვრთნელების სწავლების მეთოდები. ჩვენი იდეაა, რომ უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში ამ პროექტს ხორცი შევასხათ და განვავითაროთ ჩვენი კლუბის მეთოდოლოგია", – განაცხადა ჯანიმ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მათი პირველი ვიზიტია, რომელიც გაცნობითი ხასიათისაა. მისი თქმით, აუცილებელია ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობა და გაგება, თუ რა არის გასაკეთებელი მომავალში. გარდა ამისა, აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა კონტრაქტორებთან და და ყველა მხრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება მოხერხდება, თანამშრომლობის დაწყება უკვე მომავალ წელს იქნება შესაძლებელი.

„სიმართლე რომ გითხრათ, იმედი გვაქვს, რომ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ – ეს გრძელვადიანი ვალდებულება იქნება. ჩვენ მზად ვართ, რომ ნამდვილად გავაუმჯობესოთ ქვეყანაში სპორტული კულტურა და სპორტული შედეგები", – დასძინა ალესანდრო ჯანიმ.

როგორც „მილანის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ამ პროექტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ როგორც კერძო სექტორის, ისე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც პროექტის განხორციელების ინტერესი გამოთქვეს. 

© Sputnik / STRINGERსაფეხბურთო კლუბი "მილანის" თბილისში ჩამოსვლა
თბილისში, შესაძლოა, იტალიური „მილანის საფეხბურთო აკადემია გაიხსნას - Sputnik საქართველო
საფეხბურთო კლუბი "მილანის" თბილისში ჩამოსვლა

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის ინიციატორები ქართული მხრიდან არიან ანა წერეთელი – ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ზურაბ წერეთლის ქალიშვილი, ასევე ბიზნესმენები ბესო ჩიხრაძე და ილია კოკაია.

წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმედღიანი ვიზიტის მსვლელობისას „მილანის" წარმომადგენლები რიგ შეხვედრებს გამართავენ. კერძოდ, ისინი შეხვდებიან თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც „მილანში" ცხრა წელი თამაშობდა, და განათლებისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.

 

ყველა ახალი ამბავი
0