საქართველოს ფოსტა შესაძლოა მომავალ წელს გაიყიდოს

© FB / Georgian Post„საქართველოს ფოსტის“ შენობა
„საქართველოს ფოსტის“ შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა ამით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზება 2019 წელს იგეგმება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - ფოსტალიონი - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: წაგიკითხავთ ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილი კარის ზღურბლთან?

„საქართველოს ფოსტა“  წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპანიაში დასაქმებულია 2700 ადამიანი.

„კომპანია, რომელიც შეიძენს „საქართველოს ფოსტას“, აიღებს ვალდებულებას ე.წ. უნივერსალურ მომსახურებაზე. აქ იგულისხმება, რომ წერილი უნდა მიეწოდოს საქართველოს ნებისმიერ წერტილში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი ინფორმაციით, მთავრობა ამით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.

„ეს იქნება ღია აუქციონი. დასახელდება პირობები, სადაც შემოვლენ კომპანიები. მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაციაც“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ გავქრებით როგორც ქვეყანა... >>

საქართველოს ფოსტა სახელმწიფო კომპანიაა და ორგანიზაცია  თავის სტრუქტურაში აერთიანებს: „საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტას“, რომელიც დაარსდა 2001 წლის1 მარტს. იგი ჩართულია Express mail services-ის მსოფლიო ქსელში. განახორციელებს EMS წერილებისა და ამანათების გაგზავნას 200 ქვეყნის მასშტაბით.

ყველა ახალი ამბავი
0