ზუგდიდის რაიონში 20 წლის ბიჭმა ბიძა მოკლა

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ბიძა სანადირო თოფით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
შეიარაღებული თავდასხმა თბილისში  – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

53 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  მომხდარი ცხელ კვალზე გახსნეს და 1998 წელს დაბადებული ლ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0