მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან

© photo: courtesy of Ana Tandilashviliანა თანდილაშვილი
ანა თანდილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანტორინი არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსხვავებული კუნძულია.

ალბათ ბევრი ოცნებობს ქათქათა თეთრი ბექობზე შეფენილი შენობებით, ძველებური წისქვილებითა და ლურჯსახურავიანი ეკლესიებით დამშვენებულ კუნძულზე მოხვედრაზე.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ანა თანდილაშვილი სულ ახლახან იმყოფებოდა ამ საოცარ ადგილას. დღეს ის საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს და მოგვცემს რჩევებს, რაც სანტორინზე მოგზაურობის დროს დაგვეხმარება და ვოიაჟს გაგვიმარტივებს.

© photo: courtesy of Ana Tandilashviliანა თანდილაშვილი
მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ  ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
ანა თანდილაშვილი

სანტორინი

ეგეოსის ზღვაში მდებარე ვულკანური კუნძული - სანტორინი, როგორც ჩვენ ვუწოდებთ  სამოთხე დედამიწაზე, ნამდვილად გვიქმნის სამოთხის თუ არა, ამქვეყნიური იდილიის შეგრძნებას.

კუნძული ათენიდან 235 კმ -ზე არის დაშორებული და იქ მოხვედრა ათენიდან, როგორც გემით, ასევე თვითმფრინავით მარტივად და არც ისე ისე ძვირად არის შესაძლებელი (ჩვენი მოგზაურობა აგვისტოს ბოლოს დავგეგმეთ და ფასებსაც რასაც მივუთითებ ამ პერიოდს მოიცავს) გემით, რომელიც 40 ევრო ღირს და 8 საათი სჭირდება, ან თვითმფრინავით, დაახლოებით იგივე ფასით და 40 წუთის ფრენით. ჩვენ გემი ავირჩიეთ, რაც თავის მხრივ ცალკე სანახაობაა და ნამდვილად ღირს. კომპანია Blue star ferries, რითაც ჩვენ ვისარგებლეთ არის უზარმაზარი და საკმაოდ კომფორტული ლაინერი. გაითვალისწინეთ, რომ ეკონომ კლასის ბილეთს ადგილი არ აქვს დანომრილი და ათენის პორტში ადრე მისვლას გირჩევთ, რომ გემზე პირველები ახვიდეთ და მეორე სართულზე, გემის უკანა მხარეს, ნახევრად ღია ვერანდაზე ტახტებზე მოთავსდეთ. გემზევე შეგიძლიათ შეიძინოთ წყალი, ყავა და სასუსნავები, რაც  არც ისე ძვირი ღირს.

თვითონ კუნძული სანტორინი 12 თვითმმართველი მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომელთა დედაქალაქია ქალაქი-ფირა, რომელიც კუნძულის შუაში მდებარებს და რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ახალი პორტიდან, სადაც კუნძულზე მისული გემები ჩერდება.

© photo: courtesy of Ana Tandilashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ  ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

ტრანსპორტი

როგორც კი სანტორინის პორტში ფეხს დადგავთ, უამრავი ადგილობრივი შემოგეხვევათ და თავიანთ მომსახურებას შემოგთავაზებენ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად. გამომდინარე იქიდან, რომ პორტიდან ქალაქამდე შორი არ არის, მაგრამ კლდეა ასავლელი და დამოუკიდებლად თან ბარგით ეს შეუძლებელია, რომელიმე მომსახურება უნდა აირჩიოთ: ავტობუსი, მიკროავტობუსი ან ტაქსი. ავტობუსი სამ ევრომდე ღირს და დედაქალაქამდე მიგიყვანთ, საიდანაც დამატებითი ავტობუსი დაგჭირდებათ სასურველ ადგილამდე მისასვლელად და მას კიდევ 2,5 ევრო სჭირდება. ამასთანავე ავტობუსის გაჩერებები საკმაოდ შორი - შორსაა და გამომდინარე იქიდან, რომ კლდოვანი და მთაგორიანი კუნძულია, ბარგით სიარული გაგიჭირდებათ და თუ სახლი უშუალოდ ფირაში არ გაქვთ ნაქირავები და წინასწარ ჰოსტთან არ გაქვთ გარკვეული, რომ სახლი/სასტუმრო უშუალოდ გაჩერებასთან ახლოსაა, მაშინ მეორე ვარიანტს მიკროავტობუსს გირჩევთ. მიკროავტობუსში  კაცი 10 ევრო ღირს და უშუალოდ დანიშნულების ადგილზე მიგიყვანთ. შევაჭრება მოსულა, უამრავი ქართველი მუშაობს, მათ შორის მარშუტკის გამყოლია თბილისელი იეზიდი კაცი და იმდენი ვიჭორავეთ ქართულად, სანამ თვითონ არ გვითხრა მესმის ქართულიო. მას მერე სირცხვილით თავი არ ამიწევია სანამ მარშუტკიდან არ ჩამოვედით.

© photo: courtesy of Ana Tandilashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ  ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

ცალკე თემაა ავტობუსების მძღოლები სანტორინზე და მიკონოსზე. ისე საუბრობენ, რომ იფიქრებ ან ყველა დაბოლილია ან ვერ გხედავენ. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში უემოციოდ გიყურებენ და კის გპასუხობენ. ავტობუსები არის ე.წ იკარუსები, სადაც ფეხზე დგომა, წოლა და ჭყლეტვა ჩვეული მოვლენაა.

ქალაქიდან ქალაქში გადასაადგილებლად მანქანის ქირაობა ყველაზე კომფორტული ვარიანტია, მითუმეტეს თუ 3,4 ან მეტნი ხართ, თუ ამას ვერ მოვახერხებთ რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ავტოსტოპი კუნძულზე არ არის განვითარებული და ნებისმიერი ადგილობრივი, რომელიც თავის საქმეზე მიდის, გაგიჩერებს და შემოგთავაზებს მომსახურებას გარკვეული ანაზღაურების და საკმაოდ ძვირისაც ფარგლებში, თუმცა არც გაემტყუნებათ ადგილობრივებს, რადგან მათი იქ ცხოვრების მთავარი მოტივი მაქსიმალური მოგების მიღებაა, თორემ კუნძულზე მუდმივად ცხოვრება ნამდვილად არ არის კომფორტული და სასიამოვნო. საინტერესოა ის, რომ სადაც არ უნდა მივდიოდეთ ყველა ავტობუსი ჯერ მიდის დედაქალაქ ფირაში და შემდეგ სხვა ავტობუსში უნდა გადაჯდე, რომ შენს სასურველ ქალაქში მიხვიდე. ბევრად ახლოს რომ იყოს სასურველი ქალაქი, მაინც ვერ მოხვდები პირდაპის. ამასთანავე ყველა ავტობუსში ფასს ცალ-ცალკე იხდი (დღიური ან რამე მსგავსი ბილეთები არ არსებობს, არც გასატარებელია სადმე ბილეთების, ქაღალდის ნაგლეჯს გაძლევენ. ერთი გზა ძირითადად 2,5 ევრო ღირს, ხოლო ის ავტობუსი, რომელიც იაში მიდის 3 ევრო. თუ 2-3 დღით ხართ, დილიდან საღამომდე მაინც თვალიერებაში უნდა გაატაროთ და ბევრი ავტობუსი არ დაგჭირდებათ, 2 დილით და 2 საღამოს, რაც დაახლოებით 12 ევრო დაგიჯდებათ თითო კაცს ყოველდღიურად.

© photo: courtesy of Ana Tandilashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ  ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

საცხოვრებელი

ჩვენ გვქონდა ექვს კაციანი ულამაზესი ვილა ნაქირავები Morning Star Traditional Houses ( ღამე 285 ევროდ ქალაქ პირგოსში, უსაყვარლესი ჰოსტით, რომელმაც თავისი ხელით გამომცხვარი კექსი და წყალი დაგვახვედრა, რაც აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი ჟესტი შეიძლება ყოფილიყო ჰოსტიდან და ჩემი რჩევა იქნება, ჰოსტს წინასწარ შეუთანხმდეთ, რომ წყალი დაგახვედროთ სახლში, რადგან ძალიან ცხელა და სანამ მარკეტს მოძებნით, გაგიჭირდებათ უწყლოდ.

რაც შეეხება წყალს, გაფრთხილებულები ვიყავით, რომ არათუ დალევა, დასაბანი წყალიც კი უნდა გვეყიდა კუნძულზე, რადგან თავისთავად კუნძულს სუფთა წყალი არ აქვს და ზღვის წყალი იფილტრება, მაგრამ ჩვენ მაინც ვხმარობდით და არაფერი მოგვსვლია, სასმელ წყალს თავისთავად ვყიდულობდით, რომლებიც ზუსტად იგივე ღირდა რაც ათენში. მარკეტში 0,15 ცენტი, გარეთ 50 ცენტი, ხოლო ყველაზე ტურისტულ ადგილზე 1 ევრო. ანუ ის წარმოდგენა, რომ სანტორინზე ყველაფერი ძვირი სიამოვნებაა სრულად არ შეესაბამება სიმართლეს. თუ მაინცდამაინც მსოფლიოს ულამაზეს კუნძულზე, ულამაზეს ქალაქ იაში, მზის ჩასვლას გინდათ კაფიდან უყუროთ, მაშინ 50 ევროს გადახდაც არ უნდა დაგენანოთ, თუ არადა ჩამოჯდები იქვე ქვაზე და მზე იქიდანაც ისე ჩანს როგორც კაფის კომფორტული ვერანდიდან.

© photo: courtesy of Ana Tandilashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ  ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

საკვები

საკვებს რაც შეეხება, უშუალოდ იას კაფეში ვისადილეთ თევზეულით და საშუალო ფასებია. ყველა კაფეს წინ აქვს ფასები გამოკრული და აუცილებელია ჯერ ნახოთ ეს მენიუ და შემედეგ ავირჩიოთ სად შევალთ, რადგან ზოგან ლუდი ხუთი  ევრო ღირს და ზოგან ოცი (კაფის ადგილმდებარეობის და პრესტიჟულობიდან გამომდინარე).

ქალაქი ოია

ოია - ეს არის ის სანატრელი ადგილი, რომელიც სურათებში გვაქვს ნანახი თეთრი სახლებით, ცისფერი ფასადებით, იასამნისფერი და ვარდისფერი ულამაზესი ყვავილებით და ლურჯქონგურებიანი ეკლესიებით. თითოეული ადგილი ისეთი ლამაზია, რომ ყველგან გინდა სურათის გადაღება, ცდილობ რამე არ გამოგრჩეს და გული არ დაგწყდეს. ყველა სახლი მაქიმუმ ორ  სართულიანია, უყურებ და თავი ზღაპარში გგონია, თითქოს არარეალურია ყველაფერი და გესიზმრება. ირგვლივ ზღვის ულამაზესი ხედები იშლება, სადაც უამრავი ძვირფასი იახტები დაცურავენ და პირდაპირ იაში უძვირეს სასტუმროებში მოყავთ დამსვენებლები, სადაც ერთი ღამე 1000 ევრო და მეტი ღირს. ასეთ სასტუმროებს თავიანთი პატარა აუზები აქვთ და ეს კი არის სიამოვნების პიკი. ნებივრობ აუზში, მიირთმევ ცივ სასმელს, გაყურებ ზღვას და არაფერზე ფიქრობ იმ მომენტის გარდა, რომელიც გინდა გაჩერდეს და არ დასრულდეს.

© photo: courtesy of Ana Tandilashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ  ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

ვისაც სიცხეები მოგზაურობაში ხელს უშლის, მისთვის კუნძულზე მოხვედრა ყველაზე უკეთესი გაზაფხულზე და შემოდგომაზეა. ამავდროულად ხალხი ნაკლებია და სახლის შოვნაც ნახევარ ფასად შეიძლება. ჩვენ აგვისტოს ბოლოს ვიყავით. ,,გაგანია’’ სეზონის დროს და ტემპერატურა 40 გრადუსი იყო, ანუ ძალიან ცხელოდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია 12 საათის გამავლობაში უწყვეტი და შეუსვენებელი ფოტოსესია მოგვეწყო სხვადასხვა ტანსაცმლით. გამომდინარე კუნძულის ფერებიდან (ყველა სახლი თეთრი, ლურჯი ფასადებით), ჩემი რჩევა იქნება თან იქონიოთ სურათებისთვის წითელი, თეთრი, ცისფერი, ლურჯი, ყვითელი ფერის ტანსაცმელი. სხვადასხვანაირი შლიაპა და დიდი მოთმინება თქვენს მეგობრებს, რომლებსაც თქვენსავით არ უყვართ სურათების გადაღება, მაგრამ სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა მორჩილად გადაგიღოთ მეათასე სურათი.

რაც შეეხება პლიაჟებს, ჩვენ ვერ მოვასწარით, თუმცა არის რამოდენიმე ცნობილი პლიაჟი სადაც საზოგადეობრივი ტრასპორტიც მიდის, მათ შორის საინტრესოა: წითელი პლიაჟი- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლიაჟი სანტორინზე. ქალაქ აკროტირთან. ასევე კამარი - ფირადან 10 კმ-ში მდებარე შავი ქვიშით დაფარული პლიაჟი, სადაც უზარმაზარი კლდეა და სურათებისთვის იდეალური ადგილია.

© photo: courtesy of Ana Tandilashviliანა თანდილაშვილი
მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ  ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
ანა თანდილაშვილი

მიკონოსი

ლგბტ თემის და გართობის მოყვარულთა სამოთხე, მუდმივი ქარების, ხელნაკეთი აქსესუარების და მოდის მოყვარულთა დღესასწაული. ჩვენ მიკონოსზე ვსაუბრობთ. კუნძულზე სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ თავი შეზღუდვების გარეშე თავისუფლად იგრძნოთ. აქ არავის არაფერი გაუკვირდება და შენც, შენს ყველა წარმოსახვას შეგიძლია ფრთები შეასხა.

მიუხედავად იმისა, რომ მიკონოსი ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი კურორტია ევროპაში, ბიუჯეტური ტურით მოგზაურებსაც სრულად შეუძლიათ შეიგრძნონ მიკონოსი. ვილის ქირაობა ნამდვილად არ არის იაფი, უფრო ძვირიც კი ვიდრე სანტორინზე, კაფესა და ბარებშიც სულ ცოტა მეტი ფასებია, ვიდრე სანტორინზე, მაგრამ მარკეტი აქაც ყველგანაა და რაც მთავარია წყალი აქაც 50 ცენტი ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ სანტორინიდან საკმაოდ ახლოსაა და სწრაფი გემით 3 საათში ჩავედით ( ჩემი რჩევაა 1 აბი დრამინა დალიოთ გემზე ასვლამდე ) ტემპერატურა საკმაოდ განსხვავდება, სიცხეს არ შევუწუხებივართ, ის კი არა საბანაოდ ციოდა კიდეც ჩემთვის.

სანტორინიდან გემით 50 ევრო გადავიხადეთ, ასევე შესაძლებელია თვითმფრინავით სარგებლობა და იგივე ფასია ძირითადად. პორტიდან პირდაპირ გადის ავტობუსი ქალაქის ცენტრამდე 1.30 ევრო ღირს და დღიური ან რამე შეღავათიანი ტარიფი აქაც არ მოქმედებს, ისევე როგორც სანტორინზე.

© photo: courtesy of Ana Tandilashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ  ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

კუნძულის ერთი ნაწილი სრულად სერფერებისთვის არის განკუთვნილი მუდმივი ქარების გამო, ხოლო დასავლეთით ყურეებია და ცნობილი ორნოს პლიაჟიც აქ მდებარეობს.

ყველა ღირშესანიშნაობა ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი, მათ შორის წისქვილები, ე.წ პატარა ვენეცია, panagia Paraportiani-ს ეკლესია, ვიწრო ქუჩები თეთრი სახლებით, ულამაზესი ყვავილებით, სუვენირებით და ბუტიკებით.

რაც შეეხება კვებას, კუნძულზე ძირითადად ზღვის პროდუქტების უგემრიელესი რესტორნებია საკმაოდ მაღალი ფასებით. ადგილობრივების საყვარელი რესტორანია Niko’s taverna. კუნძულის სიმბოლოა ვარხვი, რომელიც წლებია კუნძულზე სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ტყიან სახლში ცხოვრობს, მთელი დღე კუნძულზე დასეირნობს დაცვასთან ერთად. საღამოს 9 -ის მერე კი მიდის სახლში და ეს მისი სახლი ტურისტული ღირშესანიშნაობების რუკაზე არის დატანილი ( pelican house) ქვია.

გემზე არის იმ კუნძულის რუკა, სადაც მიდიხართ და წინასწარ შეგიძლიათ აიღოთ, რომ საორიენტაციოდ გამოგადგეთ, ასევე დიდი მარკეტების შესასვლელებშიც არის უფასოდ განთავსებული.

აეროპორტი ქალაქიც ცენტრთან ძალიან ახლოსაა და ავტობუსი პირდაპირ მიგიყვანთ 1,30 ევროდ (ანუ სხვა ტრანსპორტი არ გჭირდებათ), აეროპორტი არის ძალიან პატარა.

© photo: courtesy of Ana Tandilashviliმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
მოგზაურობა თეთრ ბექობზე შეფენილ  ზღაპრულ სანტორინზე - რჩევები გამოცდილი მოგზაურისგან - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

რაც შეეხება უშუალოდ ათენს, ვფიქრობ ერთი დღეც კი საკმარისია მის სანახავად და ჩემს მიერ ნანახი 100 ზე მეტი ქალაქიდან ჩემი აზრით ყველაზე არატურისტული ქალაქია ევროპაში.

ათენიდან შეიძლება დეი თრიფების აღება გემით, როგორც ერთი  კუნძული ( 16 ევრო 2 გზა) ასევე სამი კუნძული ერთად, რაც 50 ევრომდე ღირს. ჩვენ ერთი კუნძული აეგინა ავირჩიეთ და ვფიქრობ არც შევმცდარვართ, რადგან ერთი დღე მხოლოდ ამ კუნძულზე მისასვლელად და სანახავად დაგვჭირდა და კიდევ ორი კუნძულიც თუ უნდა მოგვესწრო გადარბენაზე ვიქნებოდით და კუნძულის ნახვით სიამოვნებას ვერ მივიღებდით. ათენის პორტიდან წავედით ბორნით კუნძულზე, გზას დაახლოებით ორი  საათი დასჭირდა, ნამდვილად ულამაზესი კუნძულია - აეგინა განსაკუთრებით სურათების გადაღების მოყვარულთათვის. თავისი პატარა პლიაჟით, უსაყვარლესი ფერადი სახლებით და თევზის კაფეებით, ხოლო ვისაც მოლოცვა სურს, წმინდა ნეკტარიუსის ეკლესისს ნახვა შეუძლიათ ქალაქიდან რამოდენიმე კმ-ში, სადაც ავტობუსიც მიდის, ასევე ტაქსი წაგიყვანთ ერთი კაცი 10 ევრო. ზეთს და ნაკურთხ წყალს თავად მოგცემენ უფასოდ საეკლესიო მაღაზიაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0