გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის ბუნაგები გაკეთდება

გამოწერა
ბუნაგებს მიუსაფარი ძაღლებისთვის ქალაქის სხვადასხვა უბანში დადგამენ

თბილისი, 25 ნოემბერი  - Sputnik. ცხოველთა უფლებადამცველი და ვეტერინარული კლინიკა „მარკოს" ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი გორში მიუსაფარი ძაღლებისთვის გამოსაზამთრებლად შესაბამისი სახლების დამზადებას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პავლე ჯურაევი ლეკვებთან ერთად - Sputnik საქართველო
ფონიჭალელი სუპერმენი: უსახლკარო ცხოველების ერთგული დამცველი და მაშველი
   

ცხოველთა უფლებადამცველი  ამ ეტაპზე  მოხალისეებს ეძებს. 

„ამ ეტაპზე ვეძებ მოხალისეებს, დურგლებს, ასევე ადამიანებს, ვისაც აქვთ საშუალება დაგვეხმარონ ფინანსურად, ან მოგვაწოდონ მასალები სახლების გასაკეთებლად. გორის მუნიციპალიტეტის მერიაც შეგვპირდა დახმარებას. ერთ-ერთი მოქალაქე უკვე ამზადებს და რამდენიმე დღეში გადმოგვცემს 3 ცალ სახლს", - წერს ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციიით, მიუსაფარი ძაღლებისთვის ბუნაგებს ქალაქის სხვადასხვა უბანში დადგამენ.

ყველა ახალი ამბავი
0