პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან შეცდომების აღიარებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. 19 წლის პანკისის ხეობის მკვიდრის, თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები და ასეულობით მათი მომხრე თბილისში პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქცია ეძღვნება თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეს, რომელსაც 25 ნოემბერს 20 წელი შეუსრულდებოდა. თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა. სუს-ს ეჭვი ჰქონდა, რომ მას კავშირი ჰქონდა ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევთან. ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და მოითხოვს იმ სპეცნაზელის დასჯას, რომელმაც თემირლანს ესროლა.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სალარიძე საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს

ამასთან, მაჩალიკაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ თემირლანის მკვლელობასთან კავშირი აქვს სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, რომელიც თანამდებობიდან მიმდინარე წლის აგვისტოში გადადგა. ამჟამად გოგაშვილი მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შტაბის მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს.

„დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა მაგრამ მას არ აცადეს. ეს აქცია ამასთან დაკავშირებით ტარდება. ჩვენი მოთხოვნები ძალაში რჩება. სახელმწიფომ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები, დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ამ სისხლიან საქმესთან არის დაკავშირებული... სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ აქედან ფეხს არ მოვიცვლით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ ხალხთან ერთად მივაღწევთ მიზანს“, - განაცხადა მოკლული ახალგაზრდის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახთან ერთად პარლამენტთან იმყოფებოდა ასევე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, რომელმაც ასევე მიმართა შეკრებილებს.

გახარია: „გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს“ >>

„ჩვენ არ ვდგავართ აქ იმისთვის, რასაც გვაბრალებს ეს ხელისუფლება, ჩვენ ვდგავართ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების მკვლელები უნდა იყვნენ დასჯილი და მე მგონი, ყველა ადამიანს ესმის ეს, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, ყველა მკვლელი უნდა იყოს დასჯილი. არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს“, - განაცხადა სარალიძემ.

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

სარალიძემ საპროტესტო აქციები 31 მაისიდან დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის დავითის და კიდევ ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სარალიძე და დადუნაშვილი სისხლიან გარჩევას 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ. სასამართლომ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე - ვინ მოკლა სარალიძე. საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულიდან ერთი დადუნაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მეორე - სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0