დღეს მინსკში „საბავშვო ევროვიზია-2018“ გაიმართება

© Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშითამარ ედილაშვილი
თამარ ედილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზიის“ ქართველი მონაწილის, თამარ ედილაშვილის ფანები მისთვის ხმის მიცემას შოუს დაწყებამდე შეძლებენ

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მე–16 საერთაშორისო სასიმღერო კონკურსის, „საბავშვო ევროვიზია 2018“–ის ფინალი მინსკში კვირას გაიმართება.

ის ჩატარდება სპორტკომპლექს „მინსკ-არენაზე“, სადაც „საბავშვო ევროვიზია“ 2010 წელს ჩატარდა. შოუს ცოცხლად ნახვას დაახლოებით 15 ათასი მაყურებელი შეძლებს. კონკურსის ორგანიზატორების მონაცემებით, ბილეთები „საბავშვო ევროვიზიაზე“ ჯერ კიდევ ოქტომბერში გაიყიდა.

საბავშვო ევროვიზია 2018: საქართველო მეცამეტე ნომრით გამოვა >>

ფინალი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. საქართველოში შოუს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გააშუქებს.

კონკურსის მონაწილეა რეკორდული – 20 ქვეყნის წარმომადგენელი. წელს მისი დევიზია #lightUp („დაანთე ცეცხლი“).

საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი ფინალში მეცამეტე ნომრად სიმღერით „შენი ხმა“ წარდგება. კომპოზიცია შერჩეულია კონკურსის შედეგად, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა. სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

მაყურებელთა კენჭისყრა „საბავშვო ევროვიზიის“ ვებგვერდზე 23 ნოემბერს დაიწყო და საფინალო კონცერტის დაწყებამდე გაგრძელდება. შემდეგ, ყველა კონკურსანტის ცოცხალი გამოსვლის შემდეგ კენჭისყრის შესაძლებლობა ისევ ხელმისაწვდომი გახდება, ოღონდ 15 წუთით. მაყურებელთა კენჭისყრის შედეგები შეჯამდება თითოეული მონაწილე ქვეყნის ეროვნული ჟიურის შერჩევის შედეგებთან, და ამგვარად გამოვლინდება წლის ტრიუმფატორი.

საბავშვო ევროვიზია 2018: ქართველმა მონაწილემ „მინსკი–არენა“ მოსინჯა და ლუკაშენკოს შეხვდა >>

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა (2008, 2011 და 2016 წლებში).

ყველა ახალი ამბავი
0