„კაფუნე“ – სივრცე, სადაც გელოდებიან

© Sophia Freya / FBსოფიო მალაქშანიძე
სოფიო მალაქშანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური კაფე „კაფუნე“  ის ადგილია,  სადაც ყოფილი პატიმრებს , პრობაციონერებს, შშმ პირებს დახმარებასა და საზოგადოებაში სრულუფლებიანი ადგილის დაკავებაში დაეხმარებიან.  ყოველივე ამის შესახებ დამფუძნებელი სოფიო მალაქშანიძე  გვესაუბრება.

ნინი რაზმაძე

–  როგორ გაჩნდა იდეა შეგექმნათ სოციალური კაფე?

– ამ პროექტის იდეა 2017 წელს, გაეროსა და რუსთავის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში გაჩნდა . ჩემი ჩართულობა ძალიან სპონტანურად მოხდა, მეგობრის მეგობარმა, რომელიც ამ პროექტზე თავიდან მუშაობდა , ფეისბუქ–გვერდზე პოსტი დადო, რომელშიც საუბარი იყო რუსთავში სოციალური სივრცის მოწყობასა და რუსთაველების ჩართულობაზე. პროექტი პირველ ეტაპზე იდეებისა და შესაძლებლობების გაზიარებას გულისხმობდა. მე ჩემეული ხედვა წარმოვადგინე, თუ  რა შემეძლო, რომ ქალაქს დავხმარებოდი და როგორი სურვილები მქონდა რუსთავში ჩვენ ყველას ერთად უკეთესად გვეცხოვრა. გარდა ამისა, პროექტი მოსახლეობის ჩართულობასაც ითვალისწინებდა. ამ კუთხით გათვალისწინებული  პრობლემური საკითხების წინ წამოწევა – ეკოლოგია, სოციალური ჩართულობა, ცნობიერების ამაღლება, თავისუფალი სივრცე არტისტებისთვის, დედების და მშობლების კლუბი , სპორტი, ქალაქი და ა.შ 

© Social Cafe Cafuné / FBსოციალური კაფე "კაფუნე"
 „კაფუნე“ – სივრცე, სადაც გელოდებიან - Sputnik საქართველო
სოციალური კაფე "კაფუნე"

– რა არის სოციალური კაფის მიზანი?

– მას შემდეგ, რაც მიზნები და პრიორიტეტები ჩამოვაყალიბეთ, კონკრეტულ საქმეზე გადავედით.  ჩემი ინიციატივით ამ საქმეში ლუკა კობერიძე ჩავრთეთ , რომელიც დღეს დირექტორის პოზიციაზეა . მივედით იმ გადაწყვეტილებამდე რომ ჩამგვეყალიბებინა ა.ა.ი.პ „ახალი შესაძლებლობები“.  სამიზნე ჯგუფებად ავირჩიეთ  18 წელს ზემოთ მოწყვლადი პირები, პრობაციონერები ან ყოფილი მსჯავრდებულები.  ყოველივე ამისათვის საჭირო იყო სივრცე,  სადაც ეს აქტივობები დაიგეგმებოდა, განხორციელდებოდა. ჩვენი „კაფუნე“  კაფე „მზიურის“ ანალოგია  და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. „კაფუნეს“ სოციალური მისია, როგორც აღვნიშნეთ,  ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა  და 18 წელს ზემოთ მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და საზოგადოებაში  სრულფასოვანი ადგილის დაკავება იყო. ვთანამშრომლობთ შესაბამის სტრუქტურებთან, რათა გვქონდეს მეტი კონტაქტი და კომუნიკაცია, საჭიროების შმთხვევაში დახმარების აღმოჩენის მიზნით. 

ნოდარ ლატიბაშვილი - Sputnik საქართველო
 „ბუნების საჩუქარი“ ონკოლოგიური პაციენტებისთვის

– პრობაციონერების დასაქმება ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა.. როგორ და სად აპირებთ მათ დასაქმებას?

– ჩვენთან ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ ისწავლონ მზარეულის, მიმტანის, ბარმენის, კაფის მენეჯერის პროფესიები და ადაპტირდნენ გარემოსთან,  რაც ნამდვილად არ არის ადვილი ჩვენ საზოგადოებაში, რადგან არსებობს ძალიან რთული სტიგმა, რაც ამ ადამიანებს პირიქით უბიძგებს კრიმინალისკენ, ან სრულიად რიყავს ურთიერთობების წრიდან . სხვა დამარჩენთან ერთად, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. როგორც ვთქვით,  მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია, სამოქალაქო უფლებების და ცოდნის გაღრმავება, ფიზიკური თუ გონებრივი ვარჯიშები, ფსიქოლოგია , ხელოვნების მნიშვნელობა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და სხვა საინტერესო თემების გარშემო მუშაობაც არის აგრეთვე ჩვენი მიზანი და მისია. 

© Social Cafe Cafuné / FBსოციალური კაფე "კაფუნე"
 „კაფუნე“ – სივრცე, სადაც გელოდებიან - Sputnik საქართველო
სოციალური კაფე "კაფუნე"

– კაფეს საინტერესო სახელი აქვს. რატომ „ კაფუნე“?

– სახელი ჩემი შერჩეულია, „კაფუნე“ პორტუგალიური სიტყვაა და ნიშნავს შენი საყვარელი ადამიანის თმაში ხელის შეცურებას. ჩემი ქალიშვილი ასე იძინებს და მინდოდა რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად დამეკავშირებინა ერთმანეთთან. ასევე მარტივი გამოსათქმელი და დასამახსოვრებელია, თანაც ჩემი აზირთ,  კაფეს უხდება.

– გაქვთ რამდენიმე პროექტი...

– რაც შეეხება პროექტებს, სრულიად ღია ვართ ახალი იდეებისა თუ პრობლემების გადასაჭრელად. ეს ჩვენთვისაც პირველი ცდაა და ყველაფერი ახლა იღებს ფორმას და დგება კალაპოტში.

– როგორც ვიცი, მოხალისეებისთვის თქვენი კარი ღიაა, როგორ ხდება მათი არჩევა?

– ჩველ მოხალისეები ყოველთვის გვჭირდება, რაც თავისთავად მათი სურვილის მიხედვით ირჩევა. ჩემთვის მთავარია ადამიანი იყოს გულით და გონებით განწყობილი იმისთვის, რომ მას შუძლია სხვისი დახმარება და ამაში პოულობდს ბედნიერებას, ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის, ქვეყნის, ეზოს, უბნის, სამყაროს სიყვარულის შგრძნება და ფიქრის გათავისება,  რომ „კაფუნე“ არ არის ჩემი, ან ლუკასი ან ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ეს არის სოციუმის და ინდივიდის, ვისაც უნდა რომ თავისი არსებობით სხვის ცხოვრებაში დადებითი გავლენა მოახდინოს.   

© Social Cafe Cafuné / FBსოციალური კაფე "კაფუნე"
 „კაფუნე“ – სივრცე, სადაც გელოდებიან - Sputnik საქართველო
სოციალური კაფე "კაფუნე"

– თქვენს სივრცეში ვინ იქნებინ დასაქმებული?

– დასაქმებამდე ცოტა დრო კიდევ გვაქვს , რომ კარგად დავფიქრდეთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები გუნდის საბოლოოდ ჩამოყალიბებაში, რაც ერთმნიშვნელოვნად მგრძნობიარე თემაა.

– ნებისმიერი საქმი დაწყება სირთულეებთანაა დაკავშირებული, თქვენს შემთხვევაში სირთულე რა იყო?

– რა თქმა უნდა, თავიდან იყო სირთულეები, გვქონდა წარუმატებლობის შეგრძნებაც. ყოველივე ეს  არ იყო ადვილი, რადგან  მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება არ მქონდა... თუმცა, ამ ყველაფერს თნ ახლდა სიამოვნებისა და ბედნიერების შეგრძნებაც. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე გამიმართლა, რადგან იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს, ძალას მმატებს, შთამაგონებს  და მაძლევს საშუალებას, თავი მნიშვნელოვნად ვიგრძნო ჩემი ქალაქისა  და ხალხის წინაშე. 

© Social Cafe Cafuné / FBსოციალური კაფე "კაფუნე"
 „კაფუნე“ – სივრცე, სადაც გელოდებიან - Sputnik საქართველო
სოციალური კაფე "კაფუნე"

– ახლა რა ეტაპზეა „კაფუნე“?

– ამ ეტაპზე საკმაოდ რთული სიტუაცი გვაქვს. პირველი მიღებული დაფინანსება სრულიად დაიხარჯა შიდა სივრცის რემონტსა და გარე პერიმეტრის კეთილმოწყობაზე. მოეწყო შშმ პირებზე ადაპტირებული საპირფარეშოები, პანდუსები. გარდა ამისა, უკვე დასრულდა სამზარეულო, ბარი, განათება. ეს სივრცე ქალაქის მუნიციპალიტეტმა  სამი წლის ვადით უზურფრუქტის წესით ხელშეკრულების საფუძველზე გადმოგვცა. ეს სამუშაოები გაეროს სტამბულის ოფისის დაფინანსებით ჩატარდა. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან , რომლებიც სწორედ დადებითი სოციალური გავლენის მქონე იდეებს ფულადი ან სხვა რესურსებით ეხმარება. მიხარია, რომ საქართველოში აქტიურად მუშაობენ ჩემი მეგობრები და ახლობლები მსგავს საკითხებზე. შეიძლება პარლამენტში სოციალური მეწარმეობის კანონიც კი დაამტკიცონ, რაც ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის.

– „კაფუნეს“ სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით?

– მომავალში კიდევ  უფრო მეტი სიახლეები, ახალი იდეების განხორციელებას ვაპირებთ. სამომავლოდ იმედია ყველა ერთად „კაფუნეში“ შევხვდებით და ღიმილით გავიცნობთ ერთმანეთს.

 

ყველა ახალი ამბავი
0